2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატახტარის ლუდის ფესტივალი რეგიონებში დასრულდა

ნატახტარმა ლუდის  ფესტივალი თბილისის შემდეგ, ტრადიციულად, რეგიონის 7 დიდ ქალაქშიც   გამართა, რომელიც 23-24 აგვისტოს ფოთისა და ზუგიდის მასპინძლობით დასრულდა. ლუდის ფესტივალმა 19 ივლისს,სტარტი რეგიონისკენ რუსთავში აიღო, სადაც ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ  გაიმართა. ფესტივალს  26-27 ივლისს თელავმა,  2-3 აგვისტოს გორმა, 9-10 აგვისტოს ბათუმმა,16-17 აგვისტოს ქუთაისმა, 23-24 აგვისტოს ფოთმა  და ზუგდიდმა უმასპინძლა. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარი“ იყო.წლევანდელი ლუდის ფესტივალი რეგიონებში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მათ უბრალოდ   გადაწყვიტეს შაბათ-კვირა „ნატახტართან“
ერთად გაეტარებინათ. „გაიღიმეთ, დალიეთ ლუდი და იმხიარულეთ...“ - ეს იყო მთავარი მიზანი.ქალაქის მთავარ მოედანზე დადგმული ფესტივალის ბარი  საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარია ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებული იყო  სპეციალურ ვალუტა- ლუდის მონეტა.მსურველები ადგილზე იძენნდენ
მონეტებს,ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან ცვლიდნენ სასურველ ლუდში. ერთი მონეტის  ფასი 1.50 ლარი იყო. გარდა ამისა, ჩატარდა სხვადასხვა სახის შეჯიბრება და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.ისევე როგორც თბილისში, რეგიონებშიც ანალოგიურად ფესტივალი „შავფაროსნებმა“ გახსნეს. „ნატახტარმა“ ბავშვებზე იზრუნა და „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს ართობდნენ მრავალფეროვანი თამაშებით. წლევანდელ ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო და დაუვიწყარი მუსიკალური პროგრამა იყო, რომელშიც პოპულარული მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ, მათ შორის: დათო ილურიძის ბენდი, Friendly Mosquito, გობლინები,
Latino Boyes, ჯგუფი„ყველა“,ანი კეკუა და ფრანი.წელს ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო „ნატახტარი“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“. ეს არის
საოჯახო დღესასწაული, ლუდის ფესტივლაზე ყველას შეუძლია მოსვლა განურჩევლად ასაკისა, ჩვენ თითოეულ მათგანზე ვიზრუნეთ.განსაკუთრებით ბავშებზე, მოვაწყეთ სპეციალურად მათთვისნატახტარის ლიმონათისკუთხე, სადაც ისინი განსაკუთრებულად ერთობოდნენ. ასევე გაიმართა სხვადასხვა შეჯიბრებები და გასართობები. ფესტივალი ტრადიციაულად საინტერესო და
გემოვნებიანი მუსიკლაურით როგრამითა და ფეიერვერკით დასრულდა,“განმარტავს „ნატახტარის“ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი სანდრო
კაკულია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები