მსოფლიო
კაზანტიპელი გოგონები ქართველი მამაკაცებისთვის ფეის-კონტროლის დაწესებას ითხოვენ
2014-08-22 13:20:57
„ნიკიტა, გვინდა გთხოვოთ, დაწესდეს ფეის-კონტროლი ქართველი მამაკაცებისთვის. ისინი კუდში დაგვდევენ და თავის დაძვრენა, ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ თუ მაინც მოხერხდა ეს, ისინი ბრაზდებიან და გვიყვირიან“, - ამის შესახებ კაზანტიპის ფესტივალის სტუმრებმა „მაივიდეოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინში განაცხადეს.
"ეს ნადირობა 24 საათის განმავლობაში გრძელდება და ჩვენ უძლურები ვართ", - თქვა ერთერთმა გოგონამ.
მოსკოვიდან ჩამოსულმა ორმა გოგონამ, რომელთაგან ერთმა აღიარა, რომ ნასვამი იყო, სხვა პრეტენზიებიც დაასახელა: მათი თქმით, პოლიცია ძალიან უხეშად იქცევა, ხოლო ადგილობრივი ფასები ‘მოსკოვურ რესტორნებზე და პოპოვკაზე ძვირია“.
„ასფალტზე დაწოლის ნებას არ გვაძლევენ, არ გვაძლევენ უფლებას, ნორმალურად მოვწიოთ, დავლიოთ და გავერთოთ, ნიკიტა, ეს რა უყავი კაზანტიპს? პოლიციელები რატომ გვიყვირიან, როცა ასფალტზე ვწვებით? განა კონსტიტუციაში სადმე წერია, რომ ასფალტზე დაწოლა არ შეიძლება?“, - იკითხა ერთერთმა სტუმარმა.
ინფორმაციის წყარო: fmabkhazia
კომენტარები