2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი
დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის. თქვენ შეიძლება მიაღწიოთ შემოქმედებით წარმატებებს. აუცილებელია მარილიანი, ცხიმიანი და მწარე საკვების შეზღუდვა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია გეგმების შეცვლა
კურო 
დღეს საუკეთესო მენეჯერი, ხელმძღვანელი იქნებით. შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას და მას სათანადო მიმართულებით მიმართავთ. თქვენ განკარგულებაშია სხვა ადამიანებზე ზემოქმედების ოფიციალური სადავეები, მეგობრები და კოლეგები დახმარებას გაგიწევენ, გაგაჩნიათ ყველა საჭირო ინფორმაცია, ხოლო არასაკმარის დოკუმენტებს და ფაქტებს ადვილად მიიღებთ. ზემოგების მიღება და შესაშური წარმატების მიღწევა მოსალოდნელი არ არის. თუმცა შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნება.ტყუპებიპროდუქტიული მუშაობისთვის სასარგებლო იქნება მარტოობა ან ურთიერთობის წრის შევიწროება. ქარაფშუტა საუბარი და უმიზნო სეირნობა სხვა დროისთვის გადადევით. დღის განმავლობაში ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. მოგეწონებათ დავალებების შესრულება ან მათზე ფიქრი სახლში ან სხვა გარემოში, რომელიც სერიოზულად განგაწყობთ. შესანიშნავი შანსი გაქვთ მიიღოთ საიმედო პარტნიორის მხარდაჭერა, გააფორმოთ მემკვიდრეობა ან გრძელვადიანი კრედიტი.

კირჩხიბი
მომგებიან ურთიერთობას და საიმედო პარტნიორობას მოიძიებთ. დღეს ხელს მოაწერთ შეთანხმებას ან მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას, რომლის წყალობით ხვალინდელი დღის იმედი გაგიჩნდებათ. მეუღლეს საიმედო კედლად აღიქვამთ. თუ ანგარიშით დაქორწინებას ანიჭებთ უპირატესობას და არ ენდობით ნაზ გრძნობებს, შეძლებთ შექმნილი ვითარების გამოყენებას ფორმალური ცოლ-ქმრული კავშირის გაფორმებისთვის, რომელშიც პირველ ადგილზე ორმხრივი სტაბილურობა იქნება.

ლომიპროფესიული პასუხისმგებლობა და მატერიალური მოთხოვნილება პირველ პლანზე გადმოდის. სამუშაო განწყობა დაგიცავთ ზედმეტი განცდებისგან, რომელსაც გამოიწვევს მოვლენების არასტაბილური განვითარება. ყოველდღიური საქმე და საზრუნავი მუდმივ კონტროლს მოითხოვს. ხელსაყრელი დროა გაწეული საქმის ანგარიშის შედგენისთვის, სამუშაო დოკუმენტების შევსებისთვის
ქალწული პარტნიორთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას მიიღებთ, თუ თქვენი შეხვედრის მოტივი უჩვეულო მოვლენები იქნება. ნათესაური კონტაქტები ჩაივლის უჩვეულო გარემოში..

სასწორი 
ოჯახური საქმეების მოწესრიგება არ გაგიჭირდებათ. ხელსაყრელი დროა მშობლების მონახულებისთვის და მათი საზრუნავის გაგებისთვის. ფინანსური პრობლემები, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით გადაიჭრება, თუ მათ რეალურად, ჯანსაღი გონებით შეხედავთ. შეძლებთ სათანადო დოკუმენტების შედგენას, საჭირო ხელმოწერების შედგენას.

მორიელი 
ზუსტ და საპასუხისმგებლო სამუშაოს შეასრულებთ პარტნიორის ან საიმედო მეგობრის დახმარებით. ხელსაყრელი დროა საქმიანი შეხვედრების, მოკლე სამუშაო ვიზიტის და ზარებისთვის. დაიდება ურთიერთმომგებიანი შეთანხმება რეალურ საფუძველზე. მიღებული ცნობები საიმედო იქნება, შეგიძლიათ ენდოთ მეორე ნახევრის დაპირებას. თუმცა მომატებული ეჭვიანობა გაიძულებთ კიდევ ერთხელ გადახედოთ ყველაზე საიმედო ინფორმაციასაც, მის წყაროსაც.

მშვილდოსანი 
იქმნება თითქმის იდეალური პირობები სამსახურებრივი და პროფესიული საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული, საკადრო, სამეურნეო საკითხების გადაჭრისთვის.თქვენი შრომა ანაზღაურდება. თქვენგან მოითხოვება საქმიან მხარეზე კონცენტრირება და ყოველგვარ ლირიკას და ავანტიურაზე უარის თქმა. მატერიალურ საქმეებში გამოიჩინეთ გონიერი ეკონომიურობა

თხის რქა
თქვენ მშობლიურ სტიქიაში იმყოფებით. საყვარელ საქმეს ვერ მოშორდებით, პასიურად შეეწინააღმდეგებით საქმისგან მოშორების ნებისმიერ შემთხვევას. გელოდებათ წარმატება ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში, იურიდიულ საქმეებში და სასამართლო პროცესებში, საქმიან ურთიერთობაში. წარმატებული იქნება დისერტაციის დაცვა ან თქვენი განათლების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება. შემოქმედების ელემენტები ბუნებრივად ჩაერთვება საქმიან განრიგში.

მერწყული 
გაგიმართლებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სიმშვიდესთან, განმარტოებასთან, ყურადღებას და თანმიმდევრულობასთან. შინაგანი დისციპლინა, თვითორგანიზაცია, მტკიცე მოტივის არსებობა დაგეხმარებათ დასახულ მიმართულებაში წარმატების მისაღწევად. ფსიქოლოგიური ორგანიზებულობი არ არსებობისას კი მოგიწევთ სხვა ადამიანების განრიგზე დამორჩილება და მათი დაწესებული წესებით მოქმედება. თავისუფლება კი შეგეზღუდებათ. თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, ზომიერება და ძალების შეგნებული ეკონომია დაგეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში.
თევზები

მიიღეთ ის წესები, რომლითაც მუშაობენ და ურთიერთობენ სხვა ადამიანები, მათში მოძებნეთ რაციონალური მარცვალი. მოცემულ მომენტში ეს ორგანიზებულობას მოგანიჭებთ, დაგიცავთ ძლიერი მოულოდნელი განცდების ზეგავლენისგან. პროდუქტიული იქნება მოკლე მგზავრობა ზუსტად განსაზღვრული და რეალური მიზნებით. წარმატებული დროა დოკუმენტების მოგროვების, გაფორმების და ჩაბარებისთვის ოფიციალურ ინსტანციებში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები