სოც. მედია
ჯანდაცვის სამინისტრომ რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების სია გამოაქვეყნა
2014-08-14 15:49:19
ჯანდაცვის სამინისტრომ ხშირად მოხმარებადი რეცეპტის გარეშე გასაცემი III ჯგუფს მიკუთვნებული პრეპარატების ნუსხა გამოაქვეყნა.
ნუსხაში მოხვდა სხვადასხვა გავრცელებული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტები, მათ შორის ანალგეზური, ანტიპირეტული საშუალებები: კალგელი, პარაცეტამოლი, ანალგინი, ბარალგინი. ასევე, ანტისეპტიკური საშუალებები
ბრილიანტის მწვანე, იოდის სპირტიანი ხსნარი, წყალბადის ზეჟანგი,
რივანოლი, ფურაცილინი, თუთიის პირითიონატი, სამედიცინო სპირტი,
ვაგოტილი. ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები: ინდომეტაცინი, ალერგოსანი, ჰიდროკორტიზონის მალამო, ორონორმი, კამელინი, ქაფურის ზეთი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანტირევმატული
საშუალებები: დიკლოფენაკი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, დექსკეტოპროფენი. ოფთალმოლოგიური საშუალებები: ოფტაგელი, ბილბერინი, ლაკრიმალი, ლეკროლინი, ალბუციდი.
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები: ერიუსი, კლარიტინი, ალერგოსანი, ალერფასტი, ალერგინი, ფენკაროლი, კეტოტიფენი (გარდა თვალის წვეთებისა), ტელფასტი, ტავეგილი, სუპრასტინი, კესტინი, დიაზოლინი.
ანტიჰიპერტენზული საშუალებები: რაუნატინი, ნოშპა, პაპავერინი, პაპაზოლი, ნიტროგლიცერინი.
კომენტარები