2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საცობი რიკოთზე - მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა

რიკოთის საუღელტხილო მონაკვეთის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე საცობებია. 146-ე კილომეტრზე მეწყერის ჩამოწოლის გამო,დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. საპატრულო პოლიცია მობილიზებულია ხევთან და გომთან. დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულების მოძრაოვ ტრანსპორტს საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზით უშვებენ. რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროგნოზი ჯერ ცნობილი არ არის. შემოვლით გზაზე მოძრაობას ის ფაქტიც აფერხებს, რომ საშვებულებო პერიოდის გამო დასავლეთის მიმართულებით ინტენსიური მოძრაობაა, შესაბამისად არის მონაკვეთები, სადაც სატრანსპორტო საცობებია. რიკოთის საუღელტხილო მონაკვეთზე მეწყერი სწორედ იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც ანალოგიური შემთხვევა ზუსტად ერტი თვის წინაც მოხდა, რიც გამოც, უღელტეხილზე მოძრაობა ერთი კვირის განმავლობაში შეფერხებული იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით კი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდის მასა, რის გამოც, საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტს მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები