სოც. მედია
გლდანში მამამ შვილი ჩაქუჩით მოკლა
2014-08-08 11:16:51
უბედური შემთხვევა გლდანის მე-5 მიკრორაიონში მოხდა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მისვლისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შელაპარაკებაც სწორედ სიმთვრალის გამო მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა.
75 წლის შოთამ ხ-მ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა შვილს, 33 წლის გიორგი ხ-ს ადგილზე გარდაიცვალა.
შვილის მკვლელობის შემდეგ მამამ საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა და დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
კომენტარები