2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა პირადი საქმეების მოსაგვარებლად, აგრეთვე ახლობლების დასახმარებლად. მოერიდეთ ფულზე წუწუნს და ფინანსური საქმეების მოგვარებას, ვალის აღებას. კურო ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან და დიდხნიან პროექტებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს, ჯანმრთელობის საკითხებს. ტყუპი საქმეების გაუმჯობესებისთვის ყველა ნაცადი ხერხი და ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. იბრძოლეთ წარმატებისთვის და აუცილებლად გაგიმართლებთ. კირჩხიბი ენერგიული და ყოვლისშემძლე ხართ. გარშემო მყოფებს სასიამოვნოდ გააოცებთ თქვენი გარდასახვით. დღეს ნებისმიერ საქმეს ადვილად და წარმატებით გაართმევთ თავს. ლომი კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების გასამართავად. თქვენს მოსაზრებას ყველა გაითვალისწინებს. აგრეთვე კარგი დღეა პირადი ცხოვრების დასარეგულირებლად. ქალწული არ გადააბაროთ კოლეგებს თქვენი საქმე. ეცადეთ, ყველაფერი თავად, სხვების დაუხმარებლად გაკეთოთ. წარმატების შემთხვევაში კი გამარჯვების სხვებისთვის გაყოფა არა მოგიწევთ. სასწორი ახალი იდეები გაგიჩნდებათ და მათი დაუყოვნებლივ შესრულება მოგინდებათ. ეცადეთ, ჩვეული საქმეები არ დააზიანოთ, მაგრამ ოცნების ასრულებაზეც უარს ნუ იტყვით. მორიელი ოპტიმიზმითა და ენერგიით ხართ სავსე და თამამად იმოქმედეთ. დილითვე შეადგინეთ განრიგი და ეცადეთ, საღამოსთვის ყველა საქმე შესრულებული გქონდეთ. მშვილდოსანი ნუ ხართ ზედმეტად ემოციური. მეტი ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საქმეებს, ჩაერთეთ კოლექტიურ საქმიანობაში. საღამოს კი საინტერესო წიგნს, ფილმს ჩაუჯექით. თხის რქა დღის მთავარი საკითხი ფინანსები გახდება. შეიძლება ერთი ვალის აღებამ მოგიწიოთ მეორის დასაფარავად. შეიძლება ახალი სამსახურის ძებნამ მოგიწიოთ. აკონტროლეთ ხარჯი. მერწყული კარგი დღეა უძრავი ქონების საყიდლად, ფასიანი ქაღალდების შესაძენად და ფულის დასაბანდებლად. მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას მაინც კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან. თევზები მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, რათა თქვენმა ნათქვამმა გული არ ატკინოს გარშემო მყოფებს. განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს უნდა გაუფრთხილდეთ. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები და მეგობრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები