სოც. მედია
,,შემდეგი სამიზნე მე ვარ"
2014-07-28 13:04:26
საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს
,,2 წლის განმავლობაში მთავრობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული უმრავლესობა მთელ ძალისხმევას, არა ქვეყნის განვითარებასა და შენებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოპონენტების დევნას ახმარდნენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს წინსვლის მიზნით წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ.
მათ, ისედაც არასრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, მთლიანად პოლიტიკური დევნის იარაღად აქციეს. მათი ერთადერთი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. თუმცა, ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას, ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს.
ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დეკომკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაგვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს - რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს!
ჩვენი რეგიონი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაშია. მთელმა მსოფლიომ როგორც იქნა ყურად იღო ჩვენი მოთხოვნები. ნუთუ, ახლა სწორი დროა, რომ ერთი, თუნდაც ძალიან მდიდარი და დიდი ძლაუფლების მქონე პიროვნების პირად ამბიციებს გადავაყოლოთ ჩვენი - თავისუფალი მსოფლიოს, თავისუფალი მოქალაქეების მომავალი?"
კომენტარები