სოც. მედია
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება ისევ შეეზღუდება
2014-07-28 09:16:02
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, ისნის, ვაკის, დიდუბის, სამგორის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს.
"თელასის" განმარტებით 28 ივლისს, გლდანის რაიონში, ქვესადგურში "ცენტროლიტი" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გაგრის, ლიბანის, შუშის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილისა და კუიბიშევის ქუჩების 1243 აბონენტს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის 278 აბონენტს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის 315 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, ქვესადგურში "საბურთალო 1" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, მიცკევიჩის, კუტუზოვის, ფანასკერტელ-ციციშვილის, იყალთოს, ბახტრიონისა და ლიხაურის ქუჩების 3489 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იოსებიძისა და შარტავას ქუჩების 408 აბონენტს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმისა და მიმდებარე ქუჩების 684 აბონენტს.
ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, იორის, ალაზნის, დუშეთის, გელათის, ცუცქირიძის, ხიდისთავისა და მიმდებარე ქუჩების 415 აბონენტს.
ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სვანიძის, შანიძის, ჯანაშიასა და მიმდებარე ქუჩების 386 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის 626 აბონენტს.
სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) 423 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ედისის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანისა და მიმდებარე ქუჩების 570 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დოდო აბაშიძის, ჩხეიძის, მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების 263 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩების 37 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
interpressnews.ge
კომენტარები