2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს ზედმეტად აქტიური იქნებით, განსაკუთრებით სამსახურში. თავი გააკონტროლეთ. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. კურო დღეს შეიძლება წარმატებულად გამოიყენოთ სიტუაცია კარიერაში და ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში გექნებათ წარმატება. საღამოს მშობლებთან პრობლემები გექნებათ. ტყუპები საჭიროა გამძლეობა და მოთმინება. შეგაწუხებთ მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენ შემოქმედებით ზრდას ხელს შეუწყობენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. შეეცადეთ საღამოს ქალაქგარეთ გახვიდეთ. კირჩხიბი დღეს აქტიურობისკენ მოგიწოდებთ. ნუ იზარმაცებთ, მოეშვით ფუჭ ოცნებებს და იმოქმედეთ. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ისინი თქვენთან გულახდილები იქნებიან. ლომი თქვენი გეგმები შეიძლება შეიცვალოს. სამსახურში კონფლიქტია მოსალოდნელი. უარყოფით ემოციებს ნუ აჰყვებით. თქვენი შრომისუნარიანობა თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ნუ დაიზარებთ საქმის წამოწყებას, გამოიჩინეთ ინიციატივა და გქონდეთ წარმატების იმედი. ქალწული თქვენ იდეების გენერატორი იქნებით. შეძლებთ, ცხოვრებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა მარტივად და უმტკივნეულოდ გადაწყვიტოთ. დღეს ყველაზე თამამ იდეებსაც კი ადვილად განახორციელებთ. სასწორი საქმიანი აქტიურობა რომელიც გქონდათ ნელ-ნელა მოიკლებს, ყველა პროექტი არ იქნება წარმატებული. მაქსიმალურად, ინტენსიურად შეეცადეთ თქვენი იდეების პრაქტიკულ განხორციელებას. დღეს გამოჩნდება პერსპექტიული საქმიანი ურთიერთობები, რომელთა დადებითი შედეგები მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე. მორიელი დღევანდელ დღეს მოგიწევთ ყველანაირი ვალდებულების საკუთარ თავზე აღება. ბავშვებთან მიმართებაში ფრთხილად იყავით და ეცადეთ დიდი ხანი არ დატოვოთ უყურადღებოდ, რადგან დიდია იმის ალბათობა რომ დაიკარგონ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მშვილდოსანი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით, ეცადეთ თქვენი აურა გაავრცელოთ გარშემომყოფებზე, რადგან თქვენც გჭირდებათ ლაღი გარემო, გაცემის შესაბამისად რომ მიიღოთ და განიმუხტოთ. თხისრქა წარმატება გხვდებათ წილად როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებშიც. სიფრთხილე გამოიჩინეთ ხალმხრავალ ადგილებში, რადგან თქვენი ენერგობალანსი დაბალია. უმჯობესი იქნება თუ მეტს იზრუნებთ დასვენებაზე და საღამოს მეგობრების წრეში გაატარებთ. მერწყული დროებითი სიძნელეები რომელსაც დღეს ტრაგედიად აღიქვამთ, პრობლემას არ წარმოადგენს. თანამოაზრეების დახმარების წყალობით ყველაფრის მოგვარებას მოახერხებთ. -კარგი იქნება თუ საღამოს განტვირთვისთვის მეგობარს ეწვევით. დღეს როგორც არასდროს ისე გჭირდებათ სიმშვიდე. თევზები საქმეებში სიტუაცია არცთუ სახარბიელოდ წარიმართება, მაგრამ არ ინერვიულოთ, ახლო მეგობარი ყველა პრობლემმის დახმარებაში მოგეხმარებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები