2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს თქვენ ორგანიზებულად შეასრულებთ სამუშაოს, რაც ხელმძღვანელობის კმაყოფილებას გამოიწვევს. პირად ცხოვრებაში არასახარბიელო პერიოდი დაგიდგათ. რომელიღაც თქვენგანი მიიღებს დაშორების გადაწყვეტილებას. კურო დღეს, დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეს, რომელიც გაუუმჯობესებს ცხოვრებას, რომელიმე თქვენ ნათესავს. ფინანსურად დღე საკმაოდ წარმატებული იქნება. ტყუპები ნუ ბრაზობთ, დაისვენეთ და დაფიქრდით, გათვალეთ ყველა წვრილმანი, რომ არაფერი შეცდომა მოგივიდეთ, თორემ ჩასაფრებული არიან მოწინააღმდეგე ძალები. კირჩხიბი დღეს, ნუ იქნებით გაღიზიანებული. მოერიდეთ გაუფრთხილებელ მოქმედებებს, რომელზედაც თავის გამართლება მოგიწევთ. ეს შეგიშლით ხელს, გაგაღიზიანებთ და საკუთარი თავის რწმენას დაგიკარგავთ. ფრთხილად მოექეცით ქიმიკატებს და მექანიკურ ხელსაწყოებს, შესაძლებელია ტრავმა მიიღოთ. ფინანსური დაფინანსება შემოგაკლდებათ. გექნებათ ფულის მწვავე ნაკლებობა. ლომი სამსახურში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ. ქალწული უმაღლესი აქტიურობის დრო ჯერ არ დამდგარა. ბედი უეჭველად გაგიღიმებთ სულ მალე, თუკი მოლოდინისთვის საჭირო მოთმინებას გამოიჩენთ. დროდადრო თქვენ მეტისმეტად დიდ ენერგიას ახმართ ცხოვრების ინტიმურ მხარეს, იყავით უფრო თავშეკავებული. სურვილების ახდომას სერიოზული წინააღმდეგობები არ ახლავს. სასწორი ამ დღეს დიდი ძალისხმევა და მობილიზება დაგჭირდებათ. ფინანსურ საკითხებში პრობლემები იმატებს. ეცადეთ, შემოსავლის ახალი წყაროები მოძებნოთ. ენდეთ მეგობრების რჩევას. მორიელი დღევანდელ დღეს რუტინული საქმეც კი საინტერესო სახეს მიიღებს. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. იყავით დამთმობი. სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს ნუ იტყვით. მშვილდოსანი წარმატება გელით როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. სასიყვარულო თავგადასავლები სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ. თხისრქა თუკი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ეხლახანს დაიწყო, სჯობს ჯერჯერობით საიდუმლოდ დატოვოთ. მოსალოდნელია დღეს კონფლიქტი. ეცადეთ არ გააღიზიანოთ გარშემომყოფნი, აკონტროლეთ სულსწრაფობა და უყაირათიანობა. მერწყული წარუმატებელი დღეა იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად. სამსახურში დაძაბული დღე გექნებათ. იყავით ყურადღებით, შესაძლოა თქვენი მოტყუება სცადონ. გადაუდებელი საქმეები აუცილებლად დღეს მოაგვარეთ - ხვალისთვის ნუ დატოვებთ. თევზები დღეს არ გირჩევთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი ტვირთის აღებას, ვიდრე ეს შეგიძლიათ.-ამან შესაძლოა საქმე, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დააზარალოს.ოჯახს და ახლობლებს დღეს თქვენთან ერთად მეტი დროის გატარება მოუნდებათ-უარს ნუ ეტყვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები