სოც. მედია
დეველოპერული კომპანია „m²“ თამარაშვილის ქუჩაზე ახალი პროექტის დაწყების და სამშენებლო პროექტების დივერსიფიკაციის შესახებ აცხადებს
2014-07-22 13:28:01
თბილისი,22ივლისი, 2014–დეველოპერულმა კომპანია„m²“-მაგანაცხა და თბილისში ,თამარაშვილის N6-ში ახალი სამშენებლო პროექტის,„m² თამარაშვილზე“ დაწყების შესახებ.„m² თამარაშვილზე“ გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით – კომპლექსთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც ვაკე-საბურთალოს გზიდან,ასევე ყაზბეგის გამზირიდან. სამშენებლო პროექტი „m² თამარაშვილზე“ დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობა 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით.„m² თამარაშვილზე“ 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.
„m² თამარაშვილზე“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მობინადრეები შეძლებენ პირადაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში. სრულად გარემონტებულ ბინაში, მობინადრეებს დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ბინის გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მობინადრის მოთხოვნების თანახმად შეირჩევა.„m² თამარაშვილზე“ 270 ბინიანი კომპლექსია, განთავსებული 19 სართულზე, საიდანაც პირველი სართული მთლიანად ავტოსადგომს დაეთმობა. „m² თამარაშვილზე“ საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ბინას აქვს მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ–ფანჯარა და აივნები. პროექტს უნიკალურს ხდის არსებული გამწვანებული გარემოც, რომელსაც მრავალწლიანი ნარგავები და მახლობლად მდებარე სკვერი ქმნის.
დამატებითი კომფორტისთვის m²-ის კომპლექსის მომსახურება უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას. „m² თამარაშვილზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება „m²“-ის მიერ სამშენებლო პროექტების დივერსიფიკაციას, სხვადასხვა შესაძლებლობისა და მოთხოვნების მქონე მომხმარებელზე მორგებული სამშენებლო პროექტების შეთავაზებას.უახლოეს მომავალში, დეველოპერული კომპანია „m²“-ი მომხმარებელს შესთავაზებს ორ ახალ სამშენებლო ხაზს: ყველასათვის ხელმისაწვდომი ოპტიმალური ხაზი, რომლის შემთხვევაშიც ორ ოთახიანი სრულად გარემონტებული ბინის ფასი დაიწყება 29,000 აშშ დოლარიდან; ასევე, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პრემიუმ ხაზი, რომლის შემთხვევაშიც თითოეული პრემიუმ კლასის ბინა ინდივიდუალურად იქნება მორგებული მფლობელის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.
კომენტარები