ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
მისი ყველაზე დიდი უპირატესობა სიმარტივე და სისწრაფეა. ის არ არის ქართული „ნოუ-ჰაუ“. ის დასავლური, კერძოდ ევროპული ფენომენია, რომელიც ბოლო ერთი წელია, ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა. სწრაფი ონლაინ-სესხების მზარდი პოპულარობა საქართველოში უკვე თვალშისაცემია. იმისათვის, რომ სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს მოულოდნელ ფინანსურ პრობლემას, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ინტერნეტის საშუალებით მხოლოდ განაცხადის გაკეთება (რეგისტრაცია) სჭირდება. ამის შემდეგ მოთხოვნილი თანხა საბანკო ანგარიშზე დაერიცხება. რა არის სწრაფი ონლაინ-სესხების პოპულარობის მიზეზი? ინტერნეტ-რესურსი onlinesesxebi.com, რომელიც მომხმარებლის ინფორმირებულობაზეა ორიენტირებული, სწრაფი სესხების ძირითად უპირატესობებად ასახელებს: - სესხზე განაცხადის შესატანად არ გესაჭიროებათ სამუშაო ცნობა ან თავდები პირი; - სესხის მიღების პროცესი ძალიან ხანმოკლეა; - სესხის მიღება სახლიდანაც შეგიძლიათ. კომპანია Maneyman.ge სწრაფ ონლაინსესხებს გასცემს. კომპანია უმსხვილესი ბრენდია, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას რუსეთსა და ყაზახეთშიც ეწევა. ქეთი დარსაძე, კომპანია Maneyman.ge-ის დირექტორი, აცხადებს: Maneyman.ge-ს მომხმარებელს აპლიკაციის შევსებიდან ზუსტად 5 წუთში შეუძლია მიიღოს მოთხოვნილი თანხა. თუმცა, მხოლოდ სისწრაფე არ ქმნის ჩვენი პროდუქტის, სწრაფი სესხის, კომფორტულობას. მარტივი სააპლიკაციო ფორმა, შეღავათიანი სესხი ჯარიმებისა და საბუთების გარეშე, მომხმარებლისადმი გულწრფელი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ერთობლიობაში ქმნის ჩვენი სერვისისადმი მიმზიდველობას.“ ექსპერტ გივი კორინთელის განცხადებით, რომელიც მან ინტერნეტ-გამოცემა commersant.ge-სთან საუბრისას გააკეთა, „ქვეყანაში საჭიროა ფული, ხოლო მისი გამცემი არ არის.“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის თქმით კი პოპულარობას სწორედ სერვისის სიმარტივე განაპირობებს. მისი თქმით, ბანკებთან ურთიერთობისას მომხმარებელი ხშირად დგება ისეთი დაბრკოლებების წინაშე, როგორიცაა შემოსავლის დადასტურება, სესხის გირავნობით უზრუნველყოფის აუცილებლობა და სხვა. კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, სწრაფი ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები გაცილებით მარტივად ენდობიან მომხმარებლებს და მსგავს მოთხოვნებს სესხის გაცემის დროს არ აწესებენ. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რატომ რისკავენ კომპანიები? ექსპერტთა თქმით, მაღალი რისკის სანაცვლოდ კომპანიები შედარებით მაღალ საკომისიოს აწესებენ. თავის მხრივ რისკავენ მომხმარებლებიც, რომლებიც მზად არიან, საბანკო სესხისგან განსხვავებული ოდენობის საკომისიო გადაიხადონ. თუმცა ფაქტია, რომ პროდუქტი მოთხოვნადია და მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობაზე. Maneyman.ge-ის დირექტორის, ქეთი დარსაძის თქმით: „სწრაფი ონლაინ-სესხი არ არის საბანკო პროდუქტი და მისი ღირებულების გამოსათვლელად საბანკო პროცენტის გამოთვლის „ფორმულა არ მუშაობს“. ონლაინ-სესხი არის მცირევადიანი, მომხმარებელი მას მხოლოდ ერთი თვით იღებს და მარტივად აგვარებს მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს. მაგალითისთვის, თქვენ თქვენი ხელფასი გადაანაწილეთ იმ კონკრეტულ საჭიროებებზე, რომლებიც პროგნოზირებადი და დაგეგმარებადი იყო, მაგრამ მომდევნო ხელფასამდე გამოგიჩნდათ გაუთვალისწინებელი ხარჯი... ასეთ შემთხვევაში, Maneyman.ge-ის სწრაფი სესხი იქნება თქვენი სწორი გადაწყვეტილება.“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე მომხმარებელს ურჩევს, არ გადააცილონ კომპანიის მიერ სესხის გაცემის მაქსიმალურ, ერთთვიან ვადას. მისი თქმით, ეს ერთთვიანი ვადა ერთგვარი დამცავი მექანიზმია ორივე მხარესთვის. სწრაფ სესხებში საფრთხეს ვერ ხედავს ვერც გივი კორინთელი, რომელმაც commersant.ge-სთან საუბრისას განცახადა, რომ „ეს იგივეა, რაც, ვთქვათ, მეზობლისგან ფულის სესხება. მეზობელი ფულის სესხების დროს არც ხელფასის ცნობას ითხოვს და არც არაფერს…ეს არის იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება თანხა ცოტა ხნით, მაგალითად, ხელფასამდე”. რაც შეეხება ვადებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს. მაგალითად, Maneyman.ge მომხმარებელს შეღავათიან სესხს ყოველგვარი ერთჯერადი ჯარიმების გარეშე სთავაზობს. ვადები და პირობები კი ასე გამოიყურება: ხელმისაწვდომი სესხის რაოდენობა - 50 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ზღვარი 700 ლარია. თანხის 1-დან 7 დღემდე საკომისიო 2%-ია, 7-დან 14 დღემდე - 1,5%-ი, 14-დან 30 დღემდე კი 1, 25%. ვადის გადაცილებაზე ერთჯერადი ჯარიმები არ ირიცხება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Maneyman.ge მომხმარებელს ყველაზე საუკეთესო პირობებს თავაზობს და მოკლე ვადებში კიდევ უფრო გაზრდიან მომხმარებლების რაოდენობას. მათი თქმით, იქნება პერმანენტული წამახალისებელი აქციები და ფასდაკლებები. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით: http://moneyman.ge/
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები