სოც. მედია
,,რუსეთი ღორების ქვეყანა!“-დიმა ობოლაძის სკანდალი რუსულ საიტებზე გრძელდება
2014-07-21 13:09:43
რამდენიმე დღის წინ ,"რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანებმა პირდაპირ ეთერში მწუხარება გამოთქვეს მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის გამო და ამ ფაქტზე საკუთარი პოზიცია გამოხატეს. ტრადიციულად, განსაკუთრებით ემოციური იყო დიმა ობოლაძე, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა და რუსებს ღორები უწოდა. ამ ფაქტმა რუსული პრესა აალაპარაკა, სხვადახვა საიტები სხვადასხვა შინაარსით ავრცელებენ ამბავს , მათი ინტერპრეტაციით, ამ დროს წამყვანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა , ამასთან იმასაც წერენ, რომ „რუსთავი-2“ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიად ითვლება
კომენტარები