2 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: წერტილს დაუსვამთ დღეს იმ ურთიერთობას, რომელიც ადრე უნდა გაგეწყვიტათ. არ ინერვიულოთ, თქვნ ამ ურთიერთობის გადასარჩენად უკვე ყველაფერი გააკეთეთ. საღამოს ოჯახთან ერთად წადით სავახშმოდ , ოჯახი პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. კურო: დღეს ზედმეტად აქტიური იქნებით, ეცდებით ყველა სიტუაციაში გამარჯვებას მიაღწიოთ. მეგობრები უყურადღებობისათვის გისაყვედურებენ. პირად ცხოვრებაში არ ელოდოთ გართულებებს. ტყუპები: ამ დღეს კარგია საქმიანი მოგზაურობა და შეხვედრები. უფრო მიზანდასახული გახდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი. კირჩხიბი: დღეს გაეხვევით ინტრიგებში, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიმძაფრდებათ. მოსალოდნელია საღამო მეგობრების გარემოცვაში გატაროთ. მოერიდეთ სასმელს. ლომი: გაგიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი, ერთბაშად წაიწიოთ წინ და ერთ დღეში გადაჭრათ მრავალი საკითხი. შეეცადეთ, მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც თქვენს პროფესიულ წინსვლას უკავშირდება. ეს მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ უფროსობასთან საერთო ენის გამონახვას. ქალწული: ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის კეთება და შეეცადეთ, სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ. ყურადღება გაამახვილეთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანების მიმართ. ისინი მეტად საჭირო დახმარებას გაგიწევენ. მოსალოდნელია, მოხდეს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სასწორი: დღეს, მოსალოდნელია დადგეთ გარკვეული ცდუნების წინაშე. არ არის გამორიცხული, შექმნილმა გარემოებამ და გარემოცვამ რისკიანი გადაწყვეტილებისკენაც გიბიძგოთ, ეს ყოველივე კი გაზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. ნუ გაჯიუტდებით და გაითვალისწინეთ თქვენი ახლობელი ადამიანების აზრი. მორიელი: თუ ნოსტალგიამ შეგიპყროთ, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. საღამოს ტელეფონით ახალ ინფორმაციას გაიგებთ, გახსოვდეთ, ახალი წარმატებების დროა, არ გადაყვეთ ახალ ინფორმაციას. თუ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი გაგიჩნდებათ, მრავალ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას. არ დაგავიწყდეთ სპორტი. მშვილდოსანი: მოგზაურობა დადებითი ენერგიით აგავსებთ. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სიყვარულში მოულოდნელი ცვლილებები გელით. თხის რქა: დღის დასაწყისი ფრიად წარმატებულია კოლექტიური სამუშაოებისთვის. ოჯახში ურთიერთბების სრული ჰარმონია დამკვიდრდება. საღამოს დიდია ტრავმების ალბათობა. მერწყული: დღეს მკაცრად აკონტროლეთ თქვენი ემოციები და სიტყვები. დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. დიდი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. თევზები: დღეს თქვენთვბის წარმატებული დღეა. კარგია მოგზაურობის დაწყება, ან მომავლის დაგეგმვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები