სოც. მედია
,,დაელოდეთ, სანამ თქვენ დაგბომბავენ"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება
2014-07-18 12:15:47
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებგანცხადებას ავრცელებს:
"გუშინ ევროსაბჭომ კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება სერიოზული, ანუ სექტორალური სანქციების შესახებ. გუშინვე თვითმფრინავი, სადაც ცოცხალი ადამიანიები იყვნენ, ციდან ჩამოვარდა. თუმცა მისგან განსხვავებით, ეს ტრაგედია ციდან არ ჩამოვარდნილა. მთელი ევროპა ხედავს, რომ რუსული ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები შედის სუვერენული უკრაინის, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ევროპა კი უსირცხვილოდ თვალს არიდებს ამას. რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელში ჩემი კრიტიკული გამოსვლის დროს, ერთი დიდი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა , (რომლის წარმომადგენელსაც, სხვათაშორის, ევროპის უმაღლეს კომისრობას უწინასწარმეტვყელებენ), აგრესიულად მომაძახა: „ანუ რას გვთავაზობთ, რუსეთი დავბომბოთ?“. რაზეც ვუპასუხე: „არა. დაელოდეთ, სანამ თქვენ დაგბომბავენ“. ბუნებრივია, დარბაზში ბევრმა ჩემი რეპლიკა არადიპლომატიურად ჩათვალა.
და აი, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტა, (ეჭვგარეშეა, ტერორისტებისთვის პუტინის მიერ გადაცემული) მოხვდა თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც ასობით ევროპელი იმყოფებოდა.
პუტინმა მყისვე ყველაფერში უკრაინა დაადანაშაულა. აი, წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, თვითმფრინავიც არ გახდებოდა ჩამოსაგდებიო. ეს ცინიზმია. პუტინმა იცის, ვისთვისაც ლაპარაკობს. როდესაც ჩვენთან გორში, რომელსაც რუსეთი კასეტური ყუმარებით ბომბავდა, ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა, მისმა ევროპელმა კოლეგამ, მართალია დაგმო რუსეთის ქმედება, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ამაში საქართველოცაა დამნაშავე. საკუთარი წინააღმდეგობით რუსეთს თავი დააბომბინაო. ბუნებრივია, ამ განუკითხაობის მთავარი დამნაშავე კრემლში ზის, თუმცა ხელისშემწყობების გარეშე, რომლებიც ბერლინში, ბრიუსელში, რომში ზიან, ეს ვამპირი ყოველდღე სისხლიანი ნადირობის მოწყობას ვერ გაბედავდა",-წერს სააკაშვილი.
კომენტარები