მსოფლიო
თბილისში, გაბრაზებულმა მგზავრმა ყვითელი ავტობუსის მძღოლი მოკლა
2014-07-17 16:02:52
თბილისში ავტობუსის მძღოლს მგზავრი ფიზიკურად გაუსწორდა, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მძღოლი #19 სამარშუტო ხაზზე მუშაობდა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე დაახლოებით 12.00 საათისთვის მოხდა. თვითმხილველების განცხადაბით მგზავრსა და მძღოლს შორის შელაპარაკება მასშემდეგ დაიწყო , რაც მძღოლმა მგზავრს მიმართა, რომ ის წინა სკამზე არ დამჯდარიყო. მათივე ინფომაციით მგზავრმა 45 წლმადე მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც ის დაეცა და თავი დაიზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლლობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით მკვლელობა ამ ეტაპზე არ დასტურდება, გამოძიება მიმდინარეობს და დანარჩენი დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.
კომენტარები