მსოფლიო
საინტერესო,დასაფიქრებელი იგავი იმაზე,თუ რამდენად უმნიშვნელოა მატერიალური სიმდიდრე..
2014-07-17 10:31:54
ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები.
მათ რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:
- როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო? – ჰკითხა მამამ შვილს.
- ძალიან მომეწონა, მამა – უპასუხა შვილმა.
- ხომ ნახე , თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები? -ჰკითხა მამამ.
- კი,მამი.რა თქმა უნდა -უპასუხა შვილმა
- კარგი მაშინ მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან? - იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად.
შვილმა უპასუხა :
ჩვენ მხოლოდ 1 ძაღლი გვყავს, მათ კი ოთხი ან მეტი.
ჩვენ აუზი გვაქვს, რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს, მათ კი ტბა აქვთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.
ღამით ჩვენს ეზოში უამრავი ლამპიონი ანათებს, მათ კი ცაზე მოკიაფე ვარსკვავები უნათებენ ბნელ ღამეებს.
ჩვენი ეზო არაფერია ,მათ მინდვრებთან შედარებით.
ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს საკვებს, მათ კი შეუძლიათ მოიყვანონ იგი.
ჩვენ ჩვენი სახლის გარშემო შემორტყმული ყრუ კედლები გვიცავენ, მათ კი მეგობრები ყავთ, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გვერდში დაუდგნენ და დაიცვან ისინი…
მწარედ დაფიქრებული მამა უსიტყვოდ უსმენდა შვილს.
მადლობელი ვარ მამა, რომ მაჩვენე, თუ რა ღარიბები ვყოფივართ - დაასრულა შვილმა.
“გახდე მატერიალურად უზრუნველყოფილი არ ნიშნავს, რომ ბედნიერი იქნები. ცხოვრებაში ამაზე ბევრად უფრო ღირებული ფასეულობები არსებობს, რომელთაც ყველანი ვფლობთ, თუმცა მათი შემჩნევა და დაფასება სამწუხაროდ, ყველას არ შეგვიძლია.
ყველა ადამიანი მდიდარია, რადგან სიმდიდრე მარტო იმით კი არ განისაზღვრება, თუ რას ვფლობთ, არამედ იმითაც,თუ რისი გაცემა შეგვიძლია. ყველას არ შეუძლია მატერიალური დახმარება გაუწიოს მეგობარს, მაგრამ კარგი მეგობრობის გაწევა ყველას შეუძლია…
იყავით კმაყოფილი იმით, რასაც ფლობთ. სწორედ ამაშია ჭეშმარიტი სიმდიდრისა და ბედნიერების საიდუმლოება ! ”
კომენტარები