2 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი : დადგა დრო, რომ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და გადადოთ საქმეები. დღეს მოსალოდნელია მოგიწიოთ ნერვიულობა, იმის გამო რომ თქვენი შვილი სახლში ძალიან გვიან დაბრუნდება . სხვა პრობლემა დღეს არ გექნებათ. კურო: დღეს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით, ჩაიკეტებით საკუთარ თავთან დაუფიქრდებით თქვენ ცხოვრებას. უფრო დაკვირვებით დააკვირდებით თქვენ თავს. ახლობლები ნეგატიურად იქნებიან განწყობილი თქვენს მიმართ. ტყუპები: დღეს გადაწყვიტავთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ ტყუილებით და ეშმაკობით. თქვენი ამგვარი საქციელით დასახული მიზანი მოსალოდნელია არ განხორციელდეს. ქუჩაში ფული შეიძლება დაკარგოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. კირჩხიბი: დღეს, იყავით თავმდაბალი, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ უსიამოვნება საყვარელ ადამიანთან. გამოავლინეთ თავშეკავებულობა და თქვენ დასახულ მიზანს მიაღწევთ. შესაძლებელია ახალი რომანტიკული კავშირი. ლომი: ამ დღეს შესაძლებელი გახდება არა მარტო გარშემომყოფი ადამიანების შეცვლა, არამედ ახალი საქმიანობის დაწყებაც. საქმიანობა ძალზე საინტერესო და პერსპექტიული იქნება. მოგეცემათ საშუალება, უკეთ გამოავლინოთ საკუთარი უნარი. საღამოს მიიღებთ აუცილებელ ინფორმაციას. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჰარმონია პარტნიორულ ურთიერთობაში. ქალწული: არ არის გამორიცხული, რომ დაგეუფლოთ უსაფუძვლო განგაშის შეგრძნება. ამას გაამძაფრებს ყოფითი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. შეეცადეთ, არ გქონდეთ ილუზიები და ყველა პერსპექტივა, თუ პრობლემა რეალურ პრიზმაში დაინახოთ. სასწორი: გირჩევთ, დღეს იყოთ უფრო თავდაჭერილი და გამოამჟღავნოთ შორსმჭვრეტელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპირისპირება და კონფლიქტები არ აგცდებათ. ეს უფრო ოჯახის წევრებთან არის მოსალოდნელი, ამიტომ, მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მორიელი: თამამად მიიღეთ მონაწილეობა ლატარიისა და პრიზების გათამაშებაში. მოგების დიდი შანსი გაქვთ და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. დღეს მამაკაცები თქვენით იოლად მოიხიბლებიან. თქვენზეც ვრცელდება ის, რაც ქალ თევზებს ვუწინასწარმეტყველეთ-წარმატება გელით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. თუ თქვენი ხელმძღვანელი ქალია, მაშინ ხომ მთლად აშენებულხართ. ერთი თაიგულით შეგიძლიათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოთ. მშვილდოსანი: სამსახურში დატვირთული დღე გელით. მოგიწევთ ბევრი პრობლემური საკითხის გადაწყვეტა და თქვენ უფროსობისგან მადლობას მიიღებთ. საღამოს დიდი სტუმრიანობა გელით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი. თხის რქა: ოჯახური საქმეები ლამის მთელ დღეს წაგართმევთ, თუმცა სღამოს ცოტა ამოსუნთქვასაც შეძლებთ ბავშვების პრობლემებს უთუოდ მოაგვარებთ. მერწყული: დღის ბოლოს სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ახლა, საერთოდაც, წინსვლის და წარმატების პერიოდი გიდგათ. რითაც მაქსიმალურად უნდა ისარგებლოთ. თევზები: თქვენ მიერ გაკეთებულ სასიკეთო საქმეებს დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით დაუწყებენ გაანალიზებას. ზოგი ეცდება რომ თქვენზე უარყოფითი თქვას, მაგრამ თქვენი შრომისუნარიანობა და ორგანიზებული ხასიათი დაარწმუნებს ხელმძღვანეოლობას , რომ დაგაწინაუროთ. დღეს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები