2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სამების საკათედრო ტაძარში ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში ექსპრეზიდენტის ცხედარი 13 ივლისის 15.00 საათმდე იქნება დასვენებული. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს მეუღლის გვერდით, კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალავენ. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები გეგმავენ ჩამოსვლას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს-დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები