2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ედუარდ შევარდანძის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული დეტალები უკვე ცნობილია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა. სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოსვენება 13 ივლისს, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ასევე, 13 ივლისს საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაეშვება სახელმწიფო დროშები. ედუარდ შევარდანძის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული დეტალები უკვე ცნობილია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები