2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მინდა მივუსამძიმრო ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება მის ოჯახის წევრებს.."

მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიისა და პოსტ-საბჭოთა საქართველოსთვის, რომლის როლის უფრო ზუსტ შეფასებაზე ისტორიასა და ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მუშაობა. 2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, რადგან პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯს. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ. დღეს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, არის ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები