სოც. მედია
,,ტაში,ბიჭო!..გოგოვ,ტაში!..შესული ვართ ევროპაში" (ლექსი, ციკლიდან ,,წამოკრულები'')
2014-07-03 15:49:59
ტაში,ბიჭო!..გოგოვ,ტაში!..
შესული ვართ ევროპაში;
გათანაბრდა ლარის კურსთან
დოლარის და ევროს ფასი.
მოაქვთ სუფრა და ხორაგი,
ჩვენგან უნდათ მხოლოდ პრასი;
საპატიო სტუმრებად გვყავს
ელტონი და ბანდერასი.
ტაში,ძმებო!..დებო,ტაში!..
რა კარგია ევროპაში;
აგერ ფრანციცული შლაპა,
აგერ გერმანული პლაშჩი.
შენ იქნები დედოფალი,
მე ვიქნები შენი პაჟი;
ელისეის მინდვრებისკენ
გაგვაქანებს ეკიპაჟი.
ტაში,ბაბუ!..ბებო,ტაში!..
თქვენც ხომ გსურდათ ევროპაში;
რაც დაგაკლდათ ახალგაზრდებს,
აისრულებთ ბებრობაში.
ტან-ფეხს გადაგიჭიმავენ,
არ გაუშვათ თქვენი შანსი;
გაერთობით ათასგვარი
,,ფართითა'' და ,,პერფორმანსით.''
მაგრამ, ერთი ცუდი ზნე სჭირთ,
იმ დალოცვილ ევროპაში;
დედალ-მამალს ვერ არჩევენ,
უდედმამოდ ჩნდება ბავშვი.
ხმამაღლა არ შეიცხადოთ,
არ ჩამაგდოთ ხალხის ყბაში;
თორემ ამბავს დაგვაწევენ,-
მოგვენატროს შაჰ-აბასი.
ჩემგან - ერთი ვედრო ტაში,
თუ შეხვედით ევროპაში...
სხვა, ახლა რა შემიძლია,
ან,რა უნდა შევძლო მაშინ?!
ვახტანგ ღლონტი, 2014 წელი
კომენტარები