2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საქართველოს ბანკი საბანკო მომსახურებაზე წვდომას კიდევ უფრო აფართოებს – ბანკი საქართველოს ოთხ რეგიონში ერთდროულად ახალ სერვისცენტრებს ხსნის

თბილისი, 2 ივლისი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, კიდევ უფრო აფართოებს მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას და საქართველოს ოთხ რეგიონში: ხონი, წალენჯიხა, ხობი და მარტვილი ახალ სერვისცენტრებს ხსნის. ხსენებული სერვისცენტრები Express ფორმატისაა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეასრულის ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია. ახალი სერვისცენტრები შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ხონი - თავისუფლების მოედანი N3; წალენჯიხა - გამსახურდიას ქუჩა N5; ხობი - ც. დადიანის N180 და მარტვილი - თავისუფლების ქუჩა. 2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის 203 სერვისცენტრი მოქმედებს. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.sb.ge; www.expressbank.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები