2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთის საჩუქარი ბარს - ლუდსახარში „ზედაზენისგან“

წელს, უკვე მეშვიდედ, „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით და ტურისტული კომპანია პაატა.ჯი (paata.ge)–ის ორგანიზებით თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ ,,მზიურში’’, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის საღამო - ,,მთის საჩუქარი ბარს’’ - გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო კომპანიის ბრენდი ,,ხევსურული". მთის საჩუქარი ბარს’’ 2007 წლიდან ტრადიციულად ყოველ 26 ივნისს ქალაქ ,,მზიურში’’ ტარდება და მასში მონაწილეობენ მთის ყველა კუთხის პოეტები, მომღერლები, სახალხო მთქმელები, მოცეკვავეები, აგრეთვე, ის ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ მთაში, არ მიეკუთვნებიან მთის მოსახლეობას, მაგრამ მათი შემოქმედება მთის თემატიკას ეძღვნება. აღნიშნული საღამოს დევიზია: ,,თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მიდის მათთან !’’ უნდა ითქვას, რომ საღამოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს ჩვენს დედაქალაქში და ხალხმრავლობით გამოირჩევა. საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ძველი ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ლუდი ,, ხევსურული’’; ,,მზიურში’’ ამფითეატრის გარშემო სიცოცხლე ჩქეფდა. კონცერტი 7 საათი გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ მთის მარგალიტები: ტარიელ ხარხელაური, გელა დაიაური, დები ნაყეურები, დათო კენჭიაშვილი, დიტო ქისიშვილი,გიორგი ბექაური(ფანდურა) დები ზვიადაურები, გიორგი არაბული, მერაბ არაბული, ,თორნიკე ნაროზაუული, თემო არაბული, ანსამბლი ,,თორდა“ , თამუნა ალადაშვილი, ანა მალაზონია, მთიანი აჭარის ჯგუფი „მარეთი“, საპატრიარქოს ანსამბლი “იავნანა”, ანსამბლი „ზარები“,ხრიდოლი,ბაბუა ალუდაური,ლელა რაზიკაშვილი და სხვა მთის მოყვარული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები