ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ჩემს რძალზე ადრეც მიწუწუნია ერთი-ორ პოსტში, მაგრამ გაკვრით და ალაგ-ალაგ, რას ვერჩი, რით ვარ უკმაყოფილო და საერთოდაც, როგორ აღმოვჩნდი ორ ცეცხლს შუა, ამაზე დაწვრილებით არასდროს მისაუბრია და მემგონი დროა, ნიღაბი ჩამოვგლიოჯო ელენეს და ყველამ გაიგოს ჯერ კიდევ როგორ ბნელა… მოკლედ, ჩემმა უსახლკაროდ დარჩენილმა და წყალწაღებულმა ბიძაშვილმა, თბილისელ “ნაშებს” რომ ვერ გააწვდინა ფული, დაბალ საფეხურზე ჩაიწია და სოფელში ჩასახლდა, იქ მაინც რომ ეგრძნო თავი პრინცად და რამდენიმე თვე უკანასკნელი გროშებით კარგად გაერთო კიდევაც. ამასობაში უკვე მერამდენედ, მას სიყვარული ეწვია და შეუყვარდა სოფლელი პრინცესა და ტროას დამღუპველის და “დამაქცევარის” სეხნია, ელენე. როგორც სოფლად ჩვევიათ, რძლის ოჯახმა, აქაოდა მშვენიერი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავლის რა მოგახსენოთ, მაგრამ დოლარმრავალი ბიჭი ჩავიგდეთ ხელშიო, არც აციეს არც აცხელეს და სამიოდე კვირაში სასურველ სტუმრად აღიარეს თავიანთ სახლში ახლადჩამოსული “უცხოელი” ამასობაში ელენე დათოს არ აძლევდა , დათოს კი ვნებები ეძალებოდა და ეძალებოდა, ჰოდა , ერთ-ერთი ქეიფისა და დროსტარების დროს, უფრო ზუსტად მომავალი მულის დაბადების დღიდან , ელენეს სიძის თანხმობით და თანხლებით, ჩემმა ძვირფასმა დეიდაშვილმა , ქალი წამოიყვანა! ამ დროს თბილისში მე არაფრის აზრზე არ ვარ და სახლში, კომპიუტერთან, მშვიდად ვზივარ. ღამის 2 საათზე კარზე ზარია. ვაღებ შეშინებული, რადგან დათოს ხმა მეცნო და ვხედავ, როგორ შემოაცილა ეზოში ზემოთხსენებულმა სიძემ ახალგაბედნიერებული წყვილი და მომახარა, ცოლ-ქმრად ვაცხადებო. დათომ წამიერად სიმთვრალეს სძლია და უჩუმრად თვალის ჩაკვრა მოახერხა, რაც იმას ნიშნავდა რომ ხმა მინიმუმ მანამ არ უნდა ამომეღო და ინტრიგნული კითხვები არ უნდა დამესვა, სანამ გაბედნიერებული ვაჟბატონი არ გამოფხიზლდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ ღამით მშვენიერმა ელენემ ქალიშვილობა ქმარს ჩააბარა და დილით ბედნიერმა და უკვე ხალათში გახვეულმა, სამზარეულოში შერგო თავი, ანუ როგორც იქნა დათოს კისრიდან მოწყდა და ცოტა ხნით შანსი მომეცა დათოს მარტო დავლაპარაკებოდი : -შენ ნუ ნერვიულობ, ერთი ორი თვე მაცადე, მერე ვეტყვი რომ სახლი აღარ მაქვს; – მიპასუხა. -მერე რას აპირებ? – ეგ მე ვიცი- ისეთი თავდაჯერებული ტონით ამბობდა, ლამის მეც ვირწმუნე, ალბათ მილიონებს მალავს ეს ბიჭი და სადმე ვილა შეისყიდა, რომელსაც ცოტა ხელის შევლება სჭირდება, რემონტს მორჩებიან და გადავლენ-მეთქი, ჰოდა ხელი ჩავიქნიე, რა ვიცოდი მე უბედურმა, როგორ იყრებოდა ჩემს თავზე საავდრო ღრუბლები… ელენემ ყველას დაურეკა და ამცნო რომ მის განუმეორებელ ქმარს იიიმხელა სახლი აქვს, ჯერ დალაგებას ვერ მორჩა და რა უყოს ამდენ ოთახს აღარ იცის… პარალელურად რჩევებს იღებდა სად როგორ გაეტიხრა და რომელ ოთახში რა ფერის “შპალერი” გაეკრა , მე კიდევ პირველად აღმოვაჩინე , რა ბოღმა ვყოფილვარ და ჩემთვის, ჩუმად და მოთმინებით ველოდი მომენტს, როდის გაირკვეოდა ყველაფერი და ელენე გაიგებდა რომ სახლი კიარა, მის ქმარს ორი გროში აღარ გააჩნია. ამასობაში თაფლობისთვე გავიდა და ორივე საჩხერეში დაბრუნდა, ცოლის ოჯახის მოსანახულებლად, სადაც კარგა ხანს დარჩნენ და ცოტა ამოვისუნთქე, მეგონა თავიდან მოვიშორე. მერე მეც ჩასული ვიყავი და მივედი ბედნიერი წყვილის სანახვად. დათო საშინელ ხასიათზე დამხვდა და მივხვდი რაღაც ხდებოდა. ელენე როგორღაც ისევ მოვაშთეთ ოთახიდან და ვაჟბატონი მეუბნება, მიშველეთ, აღარ მიყვარს, რა ვქნა და როგორ მოვიშორო აღარ ვიციო… აღმოჩნდა რომ იმ დილითვე, როცა ერთ საწოლში თვალი გაახილეს, სანუკვარ ცოლზე გული ერეოდა და ფეხებზე ეკიდა, რაც მთავარია ხომ მოსტყნა და გაბედნიერდა ? ეს ყველაფერი დიდად არ გამკვირვებია და არც ელენე შემცოდებია, უბრალოდ მივხვდი რომ მეც, დათოც დედაჩემიც და საერთოდ ყველა, ძალიან დიდ გასაჭირში ჩავცვივდით: უმალ სიზიფეს ლოდს გაუმკლავდება კაცი, ვიდრე სოფლელ ქალს, რომელმაც ქალიშვილობა შენ მოგაბარა და “შენს იქით გზა აღარ აქვს”. ასეც მოხდა: უამრავ დრამას და ტანჯვა ვაებას გამოვტოვებ , ბოლო, მე8 თვიდან შევუდგები მემატიანობას ისევ: ელენემ იცის რომ დათო არარაობა და არაფრისმქონეა, არ გააჩნია აღარაფერი, მანქანის გარდა, მაგრამ მაინც “უყვარს” ელენემ იცის რომ დათოს არ უყვარს, ფეხებზე კიდია და ერთი სული აქვს როდის მოიშორებს, მაგრამ მაინც “უყვარს” ელენე ყოველდღე ითმენს ლანძღვა-გინებას, დამცირებას, გამეორებას რომ ეზიზღებათ, მაგრამ მაინც “უყვარს” ელენე ითმენს ქმრისგან ზურგშექცევით წოლას და თვეების მანძილზე უსექსობას, იმიტომ რომ “უყვარს” უყვარს მხოლოდ იმიტომ რომ გონებაში ღრმად აქვს ჩაბეჭდილი: ქალი ერთხელ უნდა გათხოვდეს და ოჯახის ტვირთი ბოლომდე ზიდოს! ამასაც იმედი აქვს რომ ეს ყეყეჩი ბიჭი ჭკუას ისწავლის და თავიდან შეუყვარდება ცოლი. სულ რამდენიმე დღე დარჩათ და ორივემ უნდა დატოვოს სახლი და ეშმაკმა უწყის სად წავიდნენ. სიმართლე გითხრათ, არც ერთის ბედი არ მადარდებს და მიხარია რომ აქედან მოშორდებიან და მეც მშვიდად ვიცხოვრებ და არასდროს აღარ დავიწუწუნებ, რომ მარტო ყოფნა მოსაბეზრებელია. დღეებს ითვლიან და დღეებს ვითვლი, მაგრამ უკვე აუტანელია ეს ბოლო დღეებიც და ელენეს პანიკების მოსმენა მიწევს ყოველ წამში: რომ ის სულ მარტოა, ვინღა შეხედავს, ყველა ბოზად შერაცხავს, ბინას ვერ იქირავებს იმიტომ რომ უქმრო ქალებს ცუდად უყურებენ, საჩხერეშიც ვერ დაბრუნდება იმიტომ რომ ყველა გარიყავს და მეზობელიც კი აღარ შევა მასთან სახლში, რომ დათომ პასუხი უნდა აგოს იმაზე რაც ქნა, ქალიშვილი გოგო გააუბედურეს, აქამდე პატიოსნად უცხოვრია და ახლა რა დააშავა და ბლა ბლა! ამ დროს მინდა ხოლმე ვკითხო, რატომ გამოეკიდა ქალიშვილი და ესოდენ ჭკვიანი გოგო გალეშილ კაცს და ჩაუგორდა ლოგინში გაცნობიდან ორი თვის თავზე? პასუხი ერთია: დახამდა არარსებულ ფულს და ქონებას. რა თქმა უნდა მანამდე თვალით უნახავ და საოცნებო *ლესაც და ასე აღმოჩნდა მეოცნებე და ხარბი გოგონა ყელამდე ნაგავში. ჰო, ჰო, სულ არ მეცოდება: ერთი სული მაქვს დავრჩე მარტო, ვიცხოვრო ჩემთვის და აღარასდროს ღამის ორ საათზე კარი აღარ გავაღო. anna's blog
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები