მსოფლიო
,,უტყდებათ აღიარება, არადა ბევრი ვიცი ვინც ამ ხალხთან დადის ”- ქართველი გოგო რასისტების წინააღმდეგ
2014-06-19 23:52:07
რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგო დაგვიკავშირდა, რომელმაც გვთხოვა, რომ ცოტა რამ მის შესახებაც დაგვეწერა. კერძოდ, ის განაწყენებულია მისი ოჯახის მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებზე. მოკლედ მოგახსენებთ, ნუცა თავაძემ რასისტ ადამიანებისგან ნეგატიური დამოკიდებულების გაპროტესტება ჩვენთან სცადა.
,,მინდა რასისტი ადამიანების გასაგონად ვთქვა ყველამ თავის უკანა ნაწილს მოუროს და ნუ მოდის ამდენი აგრესია ჩემს მიმართ, რადგან ცოლად შავკანიანს, ეგრეთწოდებულ ზანგს გავყევი. ქართველები ამას დღემდე ვერ ეგუებიან. მინდა ვუთხრა იმ გოგოს, ვისაც მართლა უყვარს და ფერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, არავის მოუსმინოს და თუკი მართლა უყვარს გადადგას ეს ნაბიჯი.
ბევრი წინააღმდეგობისა და დაპირისპირების მერე დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს ულამაზესი გოგო. ამაზე რატომღაც ხალხი არ საუბრობს, უტყდებათ ხალხში აღიარება, არადა ბევრი ვიცი ვინც ამ ხალხთან დადის.“ - აღნიშნა ნუცამ ჩვენთან საუბრისას.
კომენტარები