სოც. მედია
კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი „მწერია“
2014-06-16 19:35:15
გემრიელი და ყველასთვის საყვარელი კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი კოკა-ს ფოთლების მაგივრად კოშენილის ჭიების სხეულიდან მიღებული პიგმენტი აღმოჩნდა.
ამ დასკვნამდე თურქი მეცნიერები იმის შემდეგ მივიდნენ, რაც კოკა-კოლა-ს ცენტრალური დირექციისგან საიდუმლო რეცეპტის გამჟღავნება მოითხოვეს, რადგანაც თურქეთის ტერიტორიაზე დეტალური შემადგენლობის გარეშე საკვების გაყიდვა კანონით აკრძალულია.
კოშენილის მწერებისგან პიგმენტის მიღება პირველად მასიურად გასული საუკუნის 20-იან წლებში მექსიკაში დაიწყეს , მაგრამ ამ საღებავზე იმფორმაცია უძველესი დროიდან მოიძიება. მაგალითად ბიბლიაში ნახსენებია პიგმენტი, რომელიც შინდისფერი ჭიის სხეულიდან მიიღება. ნატურალური საღებავი კარმინი (Carmin) ინდექსი-E120, პატარა ტკიპისებრი თბილ ქვეყნებში მობინადრე დედალი მწერების სხეულებიდან მიიღება . ის სამედიცინო, კვებით და პარფიუმერიულ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება.
ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა მწერებს იყენებენ იმ გემოს მისაღებად, რომელიც ბავშობიდან გვახსოვს.
argumenti.ge
კომენტარები