სოც. მედია
ცესკოს პირველი ოფიციალური მონაცემები უკვე ცნობილია!
2014-06-16 08:16:56
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს.
101 უბნის პირველადი შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წარმოადგინა.
მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია 27,11%-ით, მესამე ადგილს კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 13,3%-ით.
ამომრჩეველთა 5, 24% მხარს უჭერს ირმა ინაშვილს "პატრიოტთა ალიანსიდან".
კომენტარები