მსოფლიო
GFK-ს ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით მეორე ტური აუცილებლად ჩატარდება
2014-06-15 23:30:18
კომპანია GFK-ს ეგზიტპოლების საბოლოო შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანია 45,9%-ით ლიდერობს, რაც მეორე ტურის აუცილებლობაზე მიუთითებს .
მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია 27,6%-ით. დანარჩენი კანდიდატების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე – 10,1%, ირმა ინაშვილი – 6,3% და კახა კუკავა 2,2%.
ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება დაახლოებით 3%-ია.
რაც შეეხება აქტივობას, GFK-ს მონაცემებით, აქტივობამ დედაქალაქში 35% შეადგინა.
თბილისის საკრებულოს პროპორციული სიით არჩევნებში ლიდერობს "ქართული ოცნება" 47,5%-ით. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც გამოკითხულთა 26,1% უჭერს მხარს. 8.1% აქვს "ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას", 6,1% - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. სხვა პარტიები, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად 4%-იან ბარიერს ვერ ლახავენ.
კომენტარები