სოც. მედია
პრეზიდენტის მრჩეველმა,ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს
2014-06-13 15:06:17
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ლაშა აბაშიძის განმარტებით გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილთან შეთანხმებით მიიღო,თუმცა მიზეზებს არ აკონკრეტებს.ლაშა აბაშიძესთან ერთად თანამდებობა დატოვა ასევე მისმა ორმა მოადგილემ და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით ლაშა აბაშიძის თანამდებობას დაიკავებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელებულ ცვლილებებზე ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
კომენტარები