მსოფლიო
საქართველოში მომდევნო ორი დღე სეტყვაა ნავარაუდევი-როდის გამოიდარებს?
2014-06-12 12:19:58
წვიმიანი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
მცირე ნალექია ნავარაუდევი დედაქალაქშიც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 23, ხოლო აღმოსავლეთში 29 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. სინოპტიკოსების თქმით, ქვეყნის მასშტაბით 14 ივნისიდან გამოიდარებს.
კომენტარები