0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯადოსნური მალამო, რომელიც 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს

ეს მალამო უამრავ დაავადებას კურნავს: ფიბრომას, მასტიტს, განგრენას, წყლულს, დამწვრობას, ჰაიმორიტს, ეკზემას, ჩირქიან ჭრილობებსა და მრ. ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ 1 ჭიქა რაფინირებული ზეთი, დაუმატეთ ასანთის კოლოფის ზომის ფუტკრის ცვილი, დაბალ ცეცხლზე შეათბეთ, სანამ ცვილი არ გადნება. დაუმატეთ მოხარშული კვერცხის გულის ნახევარი. კარგად მოურიეთ, რათა კვერცხის გული და ცვილის მასა ერთმანეთს კარგად შეერიოს. შეინახეთ მინის ქილაში, მაცივარში. ჰაიმორიტის დროს მალამო ჩაის კოვზით გაზზე შეათბეთ. პიპეტით ჩაიწვეთეთ ცხვირში. ყველაფერი სწრაფად უნდა აკეთოთ რათა მალამო არ შეისქელდეთ. ცხვირში ერთი საათის ინეტერვალით ჩაიწვეთეთ. იგი მთელ ჩირქს მოაგროვებს და გამოიტანს. ჩირქიანი ოტიტის დროს მალამოიანი ბამბა მოითავსეთ ყურში, მალამო ჩირქის მოაგროვებს და გამოიტანს. ასევე შეგიძლიათ უმკურნალოთ არაჩირქიან ოტიტსაც. ჩირქიანი ანგინისა და ყელში ჩირქგროვის დროს, მალამოს ისვამენ ყელში, კომპრესს იდებენ ყელის მიდამოში. პროცედურა სასურველია ჩაიტაროთ საღამოობით. ბრონქიტი, ტკივილი მუცლის არეში, ჩირქიანი გამონაყარი კანზე, ჯიბლიბო თვალზე. ამ დაავადებების შემთვევაში, მალამო უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის კოვზი, ჭამამდე. ქალური დაავადებების დროს საშოში მალამოიანი ტამპონები უნდა გაიკეთოთ. იცვალეთ დილა-საღამოს. ერთ კვირაში, 10 დღეში ყველა დაავადება ალაგდება. მკერდის პრობლემემის დროს, მალამო წაისვით მკერდზე, ზემოდან ჯერ ხელსახოცი, შემდეგ კი პოლიეთილენი დაიფარეთ. საფენი ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ. დამწვრობის, იარების, შეშუპებისა და კბილის (მუხლის) ტკივილის დროს მალამოს ისვამენ მტკივან ადგილზე და იჩერებენ მთელი ღამე. სასურველია შეიხვიოთ. კბილის შემთხვევაში მალამო მის გარშემო არსებულ ღრძილზე უნდა წაისვათ. განგრენისა და ტროფიკული წყლულის შემთხვევაში მალამო წაისვით მტკივან ადგილზე, დაიდეთ ხელსახოცი და შეიხვიეთ. საფენი ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ. ნახავთ, მტკივანი ადგილის გარშემო როგორ მოგროვდება ჩირქი და გამოიდევნება. ეს მალამო უამრავ ძვირად ღირებულ პრეპარატს ჯობია. აგრეთვე, ამ მალამოთი შესაძლებელია ფრჩხილების გამაგრება. ამისათვის იგი ფრჩხილებში უნდა შეიზილოთ და მთელი ღამე გაიჩეროთ. გასათვალისწინებელია, რომ ცვილი აუცილებლად უნდა იყოს ფუტკრის, ნატურალური. შინაგანი გამოყენებისთვის აუცილებელია ზეითუნის ზეთის გამოყენება; გარეგანისთვის - ნებისმიერი. marao.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები