ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
დიდია ინდოელებისა და არაბების დამსახურება კაცობრიობის წინაშე. ამ ხალხებმა მდიდარი და ორიგინალური კულტურა შექმნეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ ქვეყნიერებას შემატეს, რიცხვებია. რიცხვები მხოლოდ თვლასა და ანგარიშში როდი გამოიყენება; მათი მეშვეობით ვახასიათებთ საგნებსა და მოვლენებს. ამქვეყნად ყველაფერი იწონება - ხილული და უხილავი, მატერიალურ-კორპუსკულური და აბსტრაქტულ-წარმოსახვითი. ცოდვა-ბრალის განმკარგავ ქალღმერთსაც სასწორი უჭირავს ხელში... თუმცა აქ რიცხვები უძლურნი არიან, თუ მათ საზომი ერთეულები არ უდგანან გვერდით. ორი შეიძლება ვაშლიც იყოს, მანქანაც, ქვეყანაც და სიკვდილ- სიცოცხლეც... ამიტომ რიცხვებთან ერთად მოვლენების განმსაზღვრელი ტერმინებიც შემოვიღეთ. იყო დრო, როცა ყველა ერი და ქვეყანა თავისი ეტალონით საზღვრავდა. ჩვენი წინაპრები სოვდაგრებისგან ფარჩას და მიტკალს გოჯებითა და მტკავლებით ყიდულობდნენ, ერთ შორეულ ქვეყანაში კი სიგრძეს ფუტებითა (ნაბიჯებით) და იარდებით ზომავდნენ. ბებერ კონტინენტზე 25 გრადუსი თბილი დღის მომასწავებელია, ოკეანის გაღმა კი ამ ტემპერატურაზე სიცივისაგან კბილს კბილზე გვაცემინებს, ვინაიდან იქ ჯერ კიდევ ფარენჰეიტის დანატოვარი თერმომეტრები აქვთ. დღეს მთელი სამყარო ცდილობს, ამ ერთეულებით ფრანგებს დაედაროს. სამეცნიერო წრეებში შემოიღეს SI ერთეულები, რომელთა თანახმადაც მანძილი მეტრებში იზომება, წონა - გრამებში, ძაბვა - ვოლტებში... სია ძალიან გრძელია... მხოლოდ ფიზიკური სიდიდეები იზომება? რა თქმა უნდა, არა. დანაშაულს, მორალს, სიყვარულს, ოცნებასაც აქვს თავ-თავისი საზომი. ცოდნას? არც ის არის გამონაკლისი, მაგრამ რა ერთეულებში ზომავენ მას? და ჩვენი ყოფის პარადოქსი: ჰკითხეთ პარკეტის ხელოსანს, რა ღირს მისი ცოდნა. უმალ გიპასუხებთ: კვადრატული მეტრი - 10-25 ლარი. დაუსვით იგივე კითხვა ავტოშემკეთებელს - დიდხანს ფიქრი არ დასჭირდება. ასეა თითქმის ყველა, ვინც თავისი ხელობით (ცოდნით) ირჩენს თავს. მაგრამ, მოდი, იმავე კითხვით მივმართოთ განსწავლულ ადამიანს - პროფესორს ან მასწავლებელს. ვერაფერს გვეტყვის. ვაკანსიის დაკავების მსურველისთვის გასაუბრებაზე ყველაზე უხერხული კითხვაა „ხელფასი რამდენი გინდათ?" რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ორგანულ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ღრმად აქვს გადგმული ფესვი მცნებას, რომ სწავლა და სწავლება უფასოა. მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც სტანდარტის (ეტალონის) უქონლობაა. ცოდნა მრავალწლიანი შრომის ისეთივე პროდუქტია, როგორიც მინდვრად მოწეული ჭირნახული, სტამბაში დაბეჭდილი წიგნი თუ ქარხნის გამოშვებული რაიმე ნივთი. თითოეული მათგანის ღირებულებას, ნედლეულსა და შრომით დანახარჯთან ერთად, მოთხოვნაც განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ განსწავლულობა სრულიადაც არ არის ადვილად დასაქმებისა თუ ცოდნის მაღალ ფასად გაყიდვის გარანტია. ჩვენი ცოდნა ვიღაცას უნდა სჭირდებოდეს! და ეს „ვიღაცა" უმთავრესად დროის მოთხოვნაა. კიდევ ერთი პარადოქსი: ავტოზეინკლებმა და ხელოსნებმა უმალ აუღეს ალღო თანამედროვეობის მოთხოვნებს. იგრძნეს თუ არა ახალი დროების სიო, მყისვე გადაეწყვნენ ახალ ყაიდაზე - საბჭოთა „ჟიგულებისა" და „ვოლგების" ნაცვლად „მერსედებისა" და „ვოლვოების" კონსტრუქციებს ჩასწვდნენ; ხელოსნები შპალერის გასაკრავად წებოს ხორბლის ფქვილისგან აღარ ხარშავენ - ახალ ტექნოლოგიებს ამჯობინებენ... რა ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში? აქ პროგრესის სულ თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითი გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრგან ასწავლიან გასული საუკუნის 60-იანი წლების წიგნებით... მასწავლებლის პროფესიას თუ რამე გადაარჩენს, თუ რამე მას პრესტიჟულს, მაღალანაზღაურებადს გახდის, პროგრესზე ორიენტაციაა, რეალურ, პრაქტიკულ პროგრესზე ორიენტაცია. თითოეულ მასწავლებელს ზურგჩანთაში უნდა გვეწყოს სწავლების საკუთარი, ჩვენეული, განუმეორებელი მეთოდები. ნუ მივბაძავთ სხვას, რა კარგადაც უნდა ხსნიდეს ის გაკვეთილს თუ კითხულობდეს ლექციას; ხშირად მივარდნილ მთებში ხელით ნაქსოვი ფარდაგი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ინდუსტრიული განვითარების მწვერვალზე მყოფი რომელიმე საქვეყნოდ ცნობილი ბრენდის ქმნილება. ვიყოთ ერთადერთნი და ჩვენც გვექნება პასუხი კითხვაზე, რა ერთეულებში იზომება ცოდნა. ავტორი: ელიზბარ ელიზბარაშვილი mastsavlebeli.ge
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები