0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით ნარმანიამ არქიტექტორებს წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ძეგლთა პასპორტიზაციის ინიციატივით გამოდის. ინიციატივა დავით ნარმანიამ არქიტექტორებს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის გენერალური გეგმის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით სწორი და მწყობრი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, რისთვისაც უნდა გაძლიერდეს კვალიფიციური არქიტექტორებისგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭო. „თქვენ ხართ ის ხალხი, რომელთა შეხედულებები და მაღალპროფესიული მიდგომები გადამწყვეტია დედაქალაქის საცხოვრებლად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს ძველი ქალაქის განახლება, თბილისური ეზოებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ამორტიზებული სახლების ახლით ჩანაცვლება, ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელება თუ სხვა, თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს“ - მიმართა დავით ნარმანიამ არქიტექტორებს. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა არქიტექტორებს წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მთავარი აქცენტი ქალაქის განაშენიანებასა და ისტორიულ უბნებზე გაკეთდა. არქიტექტორები ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ მათ წინადადებებს თბილისის მთავრობა არ იზიარებდა და დავით ნარმანიას გამარჯვების შემთხვევაში, მზად არიან დედაქალაქის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები