სოც. მედია
კონსტანტინე გამსახურიდას ათი მცნება
2014-05-16 12:36:57
1. ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.
2. ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს, - ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.
3. ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს.
4. იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.
5. ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს - ცუდი მკითხველი.
6. თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.
7. საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
8. ხელოვნებაა თვით უკვდავება.
9. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.
10. ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.
კომენტარები