სოც. მედია
ნინო შუბლაძემ რუსთავი 2-ი დატოვა
2014-05-13 02:18:26
,,მივიღე გადაწყვეტილება დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედია სივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და რუსთავი 2-ი ს მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედია სივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში." წერს ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე
კომენტარები