სოც. მედია
NDI- გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა
2014-05-08 12:44:18
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა.
შეკითხვაზე "ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს", ნარმანიას სასარგებლოდ პირველი არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ აცის, 13% ირჩევს – არც ერთს.
10% ხმას პირველ რიგში ნიკოლოზ მელიას მისცემდა, 9% - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია", 4% პასუხზე უარს აცხადებს, 2% კი პირველ არჩევანად "ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს. სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს გამოკითხულთა 3%.
მეორე არჩევანად დავით ნარმანიას 5% ასახელებს, ნიკოლოზ მელიას – 6%, "ქდმ/დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს" – 5%, ასევე 5% - ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მეორე არჩევანი არ აქვს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.
კომენტარები