სოც. მედია
ნიკა მელიამ ვაშლიჯვირის მოსახლეობას გზაჯვარედინის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო
2014-05-02 15:42:13
თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს, ვაშლიჯვირის მოსახლეობას გოძიაშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული გზაჯვარედინის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო.
პროექტის მიხედვით, აშენდება ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ესტაკადა, რომლის საშუალებით, ვაშლიჯვრიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით შუქნიშანზე შეუჩერებლად იმოძრავებენ.
კომენტარები