0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2014 წლის მაისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი საკმაოდ ხშირად ვერძს სასურველი მიზნის მიღწევაში ფულის უკმარისობა უშლის ხელს, თუმცა მაისში მას ფინანსური პრობლემები არ ექნება. ამ თვეში ვერძის პროფესიულ საქმიანობაში დიდი აქტიურობა დაფიქსირდება. ბიზნესმენი და მენეჯერი ვერძი მომგებიან კონტრაქტს დადებს ან დიდ პროექტს დაასრულებს და შესაბამისად, სერიოზულ მოგებას მიიღებს. რიგით თანამშრომელ ვერძს კი პრემია, ბონუსი ან რაიმე დამატებითი, მოულოდნელი შემოსავალი ელოდება. თუმცა ეს არ იქნება ლატარიაში მოგება, ამ ფულს ვერძი პატიოსანი და კეთილსინდისიერი შრომით დაიმსახურებს. საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება, თუმცა მისი დასასრული დიდხანს არ გალოდინებთ. დაძაბულობა ნელნელა განიმუხტება და ლოგიკური დასასრულისკენ წავა. მომდევნო თვეში ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება და ვერძის გონება სულ სხვა გეგმებით იქნება დაკავებული. კერძოდ, ვერძს საქმიანი მივლინების დაგეგმვა მოუხდება, რაც მაისის ბოლოს უნდა დაიწყოს. მისი მატერიალური მდგომარეობა მაისში საკმაოდ განმტკიცდება, შემოსავალი იქნება არა მხოლოდ რეგულარული და სტაბილური, არამედ გაიზრდება კიდეც. პირად ცხოვრებაში კი ვერძს არ უმართლებს. შეყვარებული ვერძი კვლავ მთლიანად პარტნიორსა და მისი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, რაც არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი სიტუაცია. დაოჯახებული ვერძი სახლში სერიოზულ ცვლილებებს დაგეგმავს და ამ თემაზე მეუღლესთან გაცხარებული კამათი ექნება. განქორწინების პროცესში მყოფი ვერძი, თავის ყოფილ პარტნიორთან ქონების გაყოფის საკითხს განიხილავს და უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე საკმაოდ სასტიკი მეთოდებით შეეცდება მაქსიმალური სარგებელი ნახოს ამ პროცესისგან. მაისის თვის ბოლომდე სიტუაცია არ დალაგდება, ასე რომ, მოთმინება მოიკრიბეთ. 28 მაისის სავსემთვარეობამ პარტნიორების შერიგებას შეიძლება ხელი შეუწყოს. ვერძს მაისში ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება იქნება, რაც ენერგეტიკული პოტენციალის შემცირებითაა გამოწვეული. ასე რომ, თავს გაუფრთხილდით და ჯანსაღად იცხოვრეთ. კურო მაისი კუროს პრაქტიკულად ყველა ჩანაფიქრისა და გეგმის შესრულების საშუალებას მისცემს. მართალია, დასახული მიზნისკენ სწრაფად ვერ ივლით, მაგრამ ამ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. კურო ბოლოს და ბოლოს მოაგვარებს ურთიერთობას უცხოელ პარტნიორებთან და მათთან კონტაქტი შესაბამის ნაყოფს მოიტანს. კურო შეეცდება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოს და მოსალოდნელ შედეგსაც მიაღწევს. მაისის თვეში კურო ადრე გაწყვეტილ, სასარგებლო კავშირებს აღადგენს. მოლაპარაკებები და მივლინებებიც კარგად ჩაივლის. საქმეში ძველი და საიმედო ბიზნეს-პარტნიორები ჩაერთვებიან. თუმცა სიფრთხილეს ნუ დაკარგავთ – ახლო წარსულში არსებულმა აქტუალურმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი წამოყოს. თუმცა კურომ უკვე იცის, როგორ შეიძლება მათი მოგვარება. მთავარია, არ შეჩერდეთ და წინსვლა აუჩქარებლად და გზიდან გადახვევის გარეშე განაგრძოთ. კუროს ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო მყარდება და ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი თვის მეორე ნახევარში გახდება. ვარსკვლავები კუროს სავსემთვარეობისას, 28 მაისს საკმაოდ მსხვილი შემოსავლის მიღებას პირდებიან. კუროს დიპლომატიური ნიჭი ნათესავებთან დიდი ხნის წინ შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარება და ბოლოს და ბოლოს, კომპრომისის გზით სიტუაცია უწინდელ კალაპოტში ჩადგება. ნათესავებს, ვისაც მაისში კუროს დახმარება დასჭირდება, უარი არ უნდა უთხრათ. პირად ურთიერთობებში, ოჯახი იქნება ეს თუ ახლახანს წამოწყებული რომანტიკული ნაცნობობა, ყველაფერი კარგად მიდის. მოსალოდნელია ერთობლივი მოგზაურობა, შეიძლება საზღვარგარეთაც კი. ან შესაძლოა პირიქით, საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავი ან მეგობარი გესტუმროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კუროს მაისში სასიამოვნო შეხვედრები ელის. მაისში კურო სასიცოცხლო ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს. თუმცა არის ავარიაში მოხვედრის საფრთხე, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ტყუპები მაისში ტყუპები ენთუზიაზმით აღსავსენი იქნებიან, თუმცა მათი ენერგეტიკული პოტენციალი შეზღუდულია. ამიტომაც ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენას და გონივრულად მოქმედებას გირჩევენ. ამ თვეში ტყუპებს ელის ფინანსური გარჩევები მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან ან კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტყუპებმა ამ არეულობაში ძირისძირობამდე გარკვევა მოახერხონ, რადგან მაისის თვეში მისი ოპონენტები კომპრომისზე წასასვლელად უკვე მზად იქნებიან. თუ ბიზნესმენი ტყუპები ბიზნესის რეორგანიზაციას გადაწყვეტს, ამისთვის მუხლჩაუხრელად შრომა დასჭირდება. იგივე ეხება რიგით თანამშრომლებსაც, რომელთა ორგანიზაციებში ცვლილებები ხორციელდება. მართალია, საკმაოდ დიდ დავიდარაბაში ყოფთ თავს და სანერვიულოც არ მოგაკლდებათ, მაგრამ საბოლოო შედეგი აჩვენებს, რომ ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მართებული და დროული იყო. თვის პირველ და მეორე დეკადაში ტყუპებს ეკონომიის გაწევა მოუხდება, თუმცა თვის ბოლოსკენ მისი მატერიალური მდგომარეობა ნელნელა გაუმჯობესდება. მაისის დასასრულს კი ტყუპები ძველი ვალების გადახდასაც კი შეძლებს. რომანტიკულ ურთიერთობებში ტყუპებს კვლავინდებურად არ უმართლებს. პარტნიორთან ურთიერთგაგების მიღწევა ისევ შორეულ, მიუღწეველ სიმაღლეზეა. ამ თვეში ტყუპები ალბათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაოჯახებული ტყუპები შვილებთან დაკავშირებულ, ძირითადად მატერიალური ხასიათის პრობლემებს შეეჩეხება. ამასთან ერთად, ტყუპებს სახლის კეთილმოწყობაზე ფიქრი მოუწევს და შესაძლოა ამ თვეში ახალი სახლის ან ბინის ყიდვაზეც კი დაფიქრდეს. ახალ სახლში შესვლას მაისშივე ალბათ ვერ მოასწრებთ, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპი გავლილი გექნებათ. ამ თვეში ტყუპების ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია, ამის გამო დაღლილობა, ძილიანობა და სისუსტე გექნებათ. თვის ბოლოს კი თქვენი ჯანმრთელობა ნორმაში ჩადგება და ენერგიაც მოიმატებს. კირჩხიბი მაისში კირჩხიბი სავსეა ენთუზიაზმით, ამიტომ ნებისმიერი საქმე გამოუვა და წარმატებაც მის მხარეს იქნება. მაისის პირველ ან მეორე დეკადაში კირჩხიბი გავლენიანი პირის მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც მისი საქმიანობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ეს კირჩხიბს საქმიან პარტნიორებთან ძველი და ძალიან დაძაბული კონფლიქტის მოგვარების საშუალებას მისცემს. ძველი, საიმედო ნაცნობები კი იურიდიული პრობლემის გადაჭრაში მიეხმარებიან. მიუხედავად ამისა, თავს მოშვების უფლება არ უნდა მისცეთ, რადგან სირთულეები კვლავ გელოდებათ. 2014 წლის მაისში კირჩხიბმა სრულყოფილად უნდა აკონტროლოს სიტუაცია. თუ რიგით თანამშრომელ კირჩხიბს უსიამოვნება აქვს ხელმძღვანელობასთან, ამბიციებს „აფრები“ არ უნდა აუშვას, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. თუ საკუთარი თვალსაზრისის დაცვას მაინც არ დაიშლით, აჯობებს ახალი, უფრო პერსპექტიული სამსახური ეძებოთ, მით უფრო, რომ ამის შანსი მაისში აუცილებლად მოგეცემათ. პროფესიულ სფეროში კირჩხიბს წარმატებები ელოდება, თუმცა ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე უმალვე არ აისახება და მაისში მისი ხარჯები შემოსავლებს გადააჭარბებს. ფული შეიძლება დაგჭირდეთ ბიზნესის განვითარებისთვის ან რაიმე ოჯახური საკითხის მოსაგვარებლად. კირჩხიბის ოჯახური ცხოვრება უწინდებურად სირთულეებით იქნება სავსე. ბუნებრივია, რადგან პრობლემები მას უკვე დიდი ხანია აქვს და მათი მოგვარება ერთბაშად უკვე შეუძლებელია. მაისში ჭკვიანი მეგობრების რჩევებს ყური დაუგდეთ. თუმცა არსებული პრობლემების მოგვარებას მხოლოდ დამოუკიდებლად შეძლებთ და ვერავინ გარეშე ადამიანთაგან თქვენ მაგივრად ვერ იმოქმედებს. გარდა ამისა, სხვების ჩარევა ყოველთვის მიზანშეწონილი არც იქნება. დაოჯახებული კირჩხიბები, ვისაც პარტნიორთან ურთიერთობები რიგზე აქვს, მაისში სახლის კეთილმოწყობით იქნება დაკავებული. კირჩხიბი თვის პირველ ნახევარში ენერგიით აღსავსეა. მაისის ბოლოსკენ კი მას დაღლილობა მოეძალება. განსაკუთრებით დასუსტებული კირჩხიბის ორგანიზმი სავსემთვარეობისას, 28 მაისს იქნება. ლომი მაისი ლომისთვის ტრიუმფისა და გამარჯვების თვე იქნება, იგი, ბოლოს და ბოლოს, ყველა დაგროვილ პრობლემასთან გამკლავებას შეძლებს. სულ ცოტაც და ლომი გააცნობიერებს, რომ მისი დრო მოვიდა. ამ თვეში ლომმა უნდა წამოწიოს წინ საკუთარ პროექტები, რომელთა განხორციელებაზე ნებართვის მიღება არ გაუჭირდება. თქვენ მოაგვარებთ დიდი ხნის წინ გაპრობლემებულ იურიდიულ საკითხს, რაც ბევრ საქმეში გიშლიდათ ხელს. მაკონტროლებელ ორგანოებსაც არ ექნებათ თქვენთან პრეტენზიები. რასაკვირველია, ნერვიულობა და საქმე არ მოგაკლდებათ, მაგრამ ლომი ამას მიჩვეულია და რაც უფრო გრძელია წარმატებისკენ მიმავალი გზა, მით უფრო ძლიერდებიან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ლომი მდგომარეობიდან კვლავ გამარჯვებული გამოვა. მართალია საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონტაქტები ისევ პრობლემატურად რჩება, ეს მაინც დროის საკითხია და უკვე ივნისის დასაწყისში ყველაფერი მოწესრიგდება. ბიზნესმენმა ლომმა გულდასმით უნდა აკონტროლოს თანამშრომლები, რიგით თანამშრომლებს კი კოლეგებთან გულახდილობას არ ვურჩევთ, რადგან შური და ინტრიგები ყოველთვის შეიძლება თქვენ წინააღმდეგ ამუშავდეს. მაისში ლომის ფინანსურ მდგომარეობაში საგრძნობი გაუმჯობესება დფიქსირდება, რადგან ბევრი დამატებითი შემოსავალი ელის: ბონუსი, ჯილდო, პრემია და ა.შ. პროფესიული ასპარეზიდან განსხვავებით, ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ყველაფერი ასე კარგად არ არის. შეყვარებულთა ურთიერთობებში არანაირი დადებითი ცვლილება არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ შორის რაიმე დაძაბულობა იყო, სიტუაცია არ განიმუხტება და მაისის ბოლოს საბოლოო დაშორების შესახებ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება. დაოჯახებულ ლომს კი ახლო ნათესავებთან დაკავშირებით შეექმნება პრობლემები – იქნება ეს კამათი ან მათი ავადმყოფობა. თუმცა სიტუაცია უკვე დასასრულისკენ მიდის და მაისის ბოლოს შესამჩნევი პროგრესი დაფიქსირდება. კიდევ ცოტა მოითმინეთ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მაისში ლომი ენერგიით აღსავსე და აბსოლუტურად ჯანმრთელია, არანაირი დაავადება მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ქალწული მაისში ქალწულს შეუძლია ნებისმიერი გაქანების მიზნის მიღწევა დაისახოს, მას ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებს, წარმატება ელის. თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდება, დახმარების ხელს ყოველთვის გაუწვდიან. ამ თვეში ქალწული გამოავლენს ლიდერის თვისებებს, რაც მრავალ პროექტში მისი წინსვლის საფუძველი გახდება. თუ გინდათ თქვენს კოლეგებსა და პარტნიორებს ესმოდეთ, მათგან რას მოითხოვთ და მხარში დაგიდგნენ, აუცილებლად ყველაფერი კარგად აუხსენით. საკუთრების, უძრავი ქონებისა თუ ფინანსური ვალდებულებების გაყოფის საკითხები კვლავ დღის წესრიგშია და ურთიერთობებიც რთულია. მაისის ბოლოს ქალწულმა შეიძლება ამ პრობლემის მოგვარების გზა იპოვოს და გაჩნდება იმედი, რომ ივნისში ყველაფერი საბოლოოდ დალაგდება. უმთავრესი ამოცანა ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისული გადაწყვეტილების მიგნებაა, რომელიც არც ერთი მხარის უფლებებს და ინტერესებს არ შელახავს. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებულად ვითარდება. მაისში ქალწულს საქმიან მივლინებაში წასვლა ან წარმატებული მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება მოუხდეს. ამ თვეში ქალწულის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუხდება, იქნება ეს ბიზნესის განვითარებისა თუ ოჯახური მიზნებისთვის, მაისში შემოსული თანხები სრულად დაფარავს მათ და კიდევ საკმარისად დარჩება. რომანტიკულ ურთიერთობებში მყოფ ქალწულს კვლავინდებურად გაუჭირდება პარტნიორთან საერთო ენის მონახვა. როგორც უნდა ეცადონ, ერთმანეთს ისე განიზიდვენ, როგორც მაგნიტის იდენტური პოლუსები. თვის პირველ და მეორე ნახევარში ერთგვარი გაუმჯობესება მოსალოდნელია, შესაძლოა ერთად წახვიდეთ სამოგზაუროდ და ამან კვლავ დაგაახლოვოთ. თუ ქალწულისთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია, ამ მომენტით უნდა ისარგებლოს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ შერიგება საკმაოდ ფაქიზი და მსხვრევადი იქნება და მას მომეტებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. დაოჯახებულ ქალწულს შვილებთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები ექნება. მთლიან ფონს საყვარელ მეგობრებთან ურთიერთობა შეამსუბუქებს. მაისში ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი მოწოდების სიმაღლეზეა, ასე რომ, შეუძლია ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოს. თუნდაც რაიმე ინფექცია მოერიოს, ავადმყოფობას მალე დაამარცხებს. სასწორი ყველაფერს აჯობებს სასწორმა მაისში შვებულება აიღოს და ცოტა მაინც დაისვენოს. განსაკუთრებით ეს თვის პირველ ნახევარს ეხება. საქმე მოიცდის, მთავარი თქვენი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობაა. მაისის დასაწყისი, უფრო სწორად მისი პირველი 2 დეკადა სასწორს პროფესიულ სფეროში სრულ ჩავარდნას უქადის. ეს საქმიან პარტნიორებთან არსებულ კონფლიქტებს კიდევ უფრო გააღრმავებს და თვის ბოლოს კონფლიქტური სიტუაცია პიკს მიაღწევს. სავარაუდოდ, საქმე რაიმე მსხვილი საკუთრების, უფრო ზუსტად კი უძრავი ქონების მფლობელობას შეეხება. საუკეთესო გამოსავალი აქ კომპრომისის მოძებნაა, თუნდაც ის თქვენს ინტერესებს სრულყოფილად არ ეხამებოდეს. რიგით თანამშრომელ სასწორს უჯობს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ზრდილობიანი სიფრთხილის პოლიტიკით იხელმძღვანელოს. ნებისმიერი კამათი თუ ინიციატივის გამოვლენა უფრო ხელსაყრელი დროისთვის უნდა გადადოთ. ყოველი ნაბიჯის გადადგმა ხელმძღვანელობასთან შეათანხმეთ, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. მაისში სასწორის ხარჯი და შემოსავალი გაწონასწორებული იქნება, თუმცა არა დროში. ხარჯის ძირითადი ნაწილის გაღება მაისის დასაწყისში მოგიწევთ, როცა ყველაზე მსხვილ შემოსავლებს თვის ბოლოს მიიღებთ. სასწორის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიზე არ არის. პარტნიორებს შორის სულ უფრო ხშირდება კამათი და დაპირისპირებები. განქორწინების პროცესში მყოფ წყვილებს დავა მოუვათ ქონების გაყოფის თემაზე. 2014 წლის მაისში სასწორს ბევრ დათმობაზე წასვლა მოუწევს და საკუთარ თავთან გონივრული განსჯის შემდეგ იგი ასეც მოიქცევა. წარმატებულ ქორწინებაში მყოფ სასწორსაც არ მოაკლდება კამათი უძრავ ქონებასთან, უფრო ზუსტად მის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სასწორის ნიშანს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, თუმცა მან ძალები და მოთმინება უნდა მოიკრიბოს და უბრალოდ გადაიტანოს მძიმე დრო. თვის პირველ ნახევარში სასწორს მუდმივი დაღლილობა და დეპრესია შეაწუხებს. ეს ავადმყოფობა არაა, უბრალოდ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. თვის ბოლოს კი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და მომავალს ოპტიმიზმის თვალით შეხედავთ. მორიელი მაისი მორიელისთვის შერიგების თვე იქნება, როდესაც იგი შეძლებს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში ყველა პრობლემის მშვიდობიანად დარეგულირებას. ამ შანსით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ამ თვეში მორიელი ახალი კონტაქტების დამყარებით და ძველი კონტაქტების აღდგენით იქნება დაკავებული. მას მივლინებაში წასვლა მოუწევს, შესაძლოა საზღვარგარეთაც და ეს მგზავრობა დიდ წარმატებას მოუტანს. მართალია, ახლო წარსულში დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, სიტუაცია ნელ-ნელა მოწესრიგდება და მორიელის არგუმენტები მის ოპონენტებს სულ უფრო დამაჯერებლად მოეჩვენებათ. ასე რომ, მოთმინება მოიკრიბეთ. ამ თვეში მაკონტროლებელ ორგანოებთან დიალოგიც ძალიან კონსტრუქციული იქნება და მორიელმა ეს შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების გასატარებლად უნდა გამოიყენოს. წინდახედულად, მაგრამ სწრაფად იმოქმედეთ, რადგან შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სამწუხაროდ, მორიელის ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურს ვერ დავარქმევთ. ამ თვეში მათ ბევრი ხარჯი ელოდებათ, მაშინ, როცა შემოსავლები აგვიანებს. ამიტომ ეკონომიის რეჟიმზე გადადით და ის, რაც ძალიან არ გჭირდებათ, არ იყიდოთ. ნურც ვინმეს მისცემთ თქვენს ჯიბეში ჩაძრომის უფლებას. მაისში მორიელის პირად ცხოვრებაში სრული წესრიგი დამყარდება. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პოზიტივი ჩაირთვება, გამორიცხული არ არის, ერთობლივ მოგზაურობაშიც წახვიდეთ. საინტერესო შეხვედრები და გარემოს გამოცვლა თქვენს ურთიერთობაში ახალი, სასიამოვნო ეტაპის დაწყებას შეუწყობს ხელს. მით უფრო, რომ მაისში მორიელს გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება. ნათესავებთან ნაჩხუბარი მორიელიც სიტუაციის საგრძნობ გაუმჯობესებას შენიშნავს, თუმცა მთავარი სირთულეები ისევ წინ ელის. ნათესავებს თქვენი დახმარება დაჭირდებათ და უარი არ უთხრათ. შესაძლოა მორიელს სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრები ახლობლები ესტუმრონ. მაისში მორიელმა ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს, განსაკუთრებით თვის ბოლო კვირაში. მაღალია ტრავმის მიღების ან საავტომობილო ავარიაში მოხვედრის ალბათობა, ამიტომ საჭესთან უკიდურესი სიფრთხილე გმართებთ. მშვილდოსანი ამ თვეში ბედი კვლავ სიმტკიცეზე გამოცდას მოუწყობს მშვილდოსანს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები ორცეცხლშუა ცხოვრებას უკვე მიეჩვივნენ, თანაც ისე, რომ მათ წინსვლას ვერაფერი აბრკოლებს. თუ მშვილდოსანი მაისში რაიმე მიზანს დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს კიდეც. ბიზნესმენმა მშვილდოსანმა შეიძლება ძალიან წარმატებული კონტრაქტი გააფორმოს ან შედეგიანი მოლაპარაკებები გამართოს. მაისში ასევე წარმატებით მოგვარდება გაუგებრობის გამო შექმნილი უსიამოვნება საქმიან პარტნიორებთან ან ზემდგომ პირებთან. მაისში მშვილდოსანი შეძლებს მარტივად მოიპოვოს ინფორმაცია და სწორად შეაფასოს, რამდენად პერსპექტიული იქნება მისთვის ესა თუ ის წინადადება. ამ თვეში განსაკუთრებით წარმატებული იქნება კოლექტიური პროექტები, ამიტომ მშვილდოსანი ყურადღებით უნდა მოეკიდოს კოლეგებისა თუ დაქვემდებარებულთა მიერ შესრულებულ სამუშაოს. თვის მეორე დეკადაში გარკვეული გაუგებრობა შეიძლება შეგექმნათ სამუშაო გუნდში. თვის ბოლოს კი მშვილდოსანი ახალ, პერსპექტიულ ნაცნობებს გაიჩენს ან ძველ, მაგრამ ჯერ კიდევ სასარგებლო კონტაქტებს აღადგენს. ამ თვეში მშვილდოსანს ბევრი, სხვადასხვა მიმართულების ხარჯი ექნება. ფული დაგჭირდებათ ბიზნესის წახალისებისთვის ან ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა უფულოდ მაინც არ დარჩებით. თვის დასაწყისში მსხვილი შემოსავლები გელოდებათ. ეს იქნება ადრე დასრულებული პროექტის ანაზღაურება, სასურველი კრედიტის დამტკიცება ან ფინანსური დახმარება სპონსორებისგან. მშვილდოსნის პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ახლახანს წარმოქმნილი პრობლემები აქტუალობას არ კარგავს. საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში საყვარელი ადამიანისადმი მაქსიმალური ყურადღებისა და სითბოს გამოჩენაა. შეიძლება თქვენი მხარდაჭერა ნათესავებსაც ჭირდებათ, თქვენ კი ამას ვერ ამჩნევდეთ. სადავო საკითხები თვის ბოლო კვირას ჯობს გადაწყვიტოთ. 2014 წლის მაისში მშვილდოსანს შვილებთან დაკავშირებული საკმაოდ რთული პრობლემების მოგვარება მოუწევს. ამას არა მხოლოდ თქვენი დრო, არამედ ფულიც დაჭირდება. ამ თვეში მშვილდოსანმა ძალები, ჯანმრთელობა და ნერვები უნდა დაზოგოს და იმაზე მეტი არ აიღოს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად შეუძლია. თხის რქა ამ თვეში თხის რქებმა თავს დასვენების უფლება არ უნდა მისცენ და სრული სვლით იმოძრაონ წინ. ახალი მიზნების დასახვისთვის ძალიან ხელსაყრელი დრო გიდგათ. ბიზნესმენმა თხის რქამ საკუთარ კომპანიაში რეორგანიზაცია ან მსხვილი ცვლილებები უნდა წამოიწყოს, უკეთეს დროს ამისთვის ვერ იპოვის. თქვენს მტრებს არ ძინავთ და ყველაირად შეეცდებიან ყველა შესაძლო მასშტაბის პრობლემები შეგიქმნან. მაკონტროლებელ ორგანოებთ ურთიერთობაშიც გარკვეული სირთულეები შეიძლება შეგექმნათ. რიგით თანამშრომელ თხის რქას პრობლემები ხელმძღვანელობასთან ექნება და შესაძლოა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში. თუმცა ეს ფაქტი სამომავლოდ არც ისე ცუდი იქნება, როგორც ამ წუთას გგონიათ, რადგან თუ თქვენი დიპლომატიის წყალობით მენეჯერებთან ურთიერთობის მოგვარება ვერ მოახერხეთ და სამსახურის დატოვება მოგიხდათ, გაცილებით უკეთეს ადგილას შეძლებთ მუშაობის დაწყებას ან სულაც საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე დაიწყებთ ფიქრს და მუშაობას. მართალია, ამ თვეში თხის რქას მაინცდამაინც დიდი შემოსავლები არ ექნება, თუ ფულს ეკონომიურად დახარჯავს, ფინანსური კრიზისი არ ემუქრება. მაისში თხის რქების პირადი ცხოვრება სხვადასხვაგვარად წარიმართება. რომანტიული შეყვარებულები შეიძლება სამოგზაუროდ წავიდნენ და ნამდვილი თაფლობის თვე მოიწყონ, რაც მათ გრძნობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. დაქორწინებულ თხის რქას, მით უფრო, თუ ოჯახში სიტუაცია ისედაც არეული აქვს, მდგომარეობა შეიძლება უარესად დაუმძიმდეს და საქმე განქორწინებამდეც მივიდეს. ოჯახის შენარჩუნებაში მხოლოდ შვილები დაგეხმარებიან და მიუხედავად ამისა, ეს შერიგება მაინცდამაინც მყარი არ იქნება. მაისში თხის რქა ძალითა და ენერგიითაა აღსავსე, არც მის ჯანმრთელობას ემუქრება რამე, რაც ნიშნავს, რომ ბევრი რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ და ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. მერწყული მაისში ვარსკვლავები მერწყულს საეჭვო ავანტიურებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ყველაზე მეტად მერწყულს ამ თვეში ელემენტარული სიმშვიდე სჭირდება. საკუთარ თავზე იმაზე მეტს ნუ აიღებთ, რისი გაკეთებაც რეალურად შეგიძლიათ. სამწუხაროდ, პროფესიულ სფეროში მერწყულს გასახარი ბევრი არაფერი ექნება. ახალი პროექტები არ მუშაობს, საქმე წინ არ მიდის, სამაგიეროდ ყველა პრობლემა უფრო და უფრო ღრმავდება. უცხოელი კონტრაქტორები ყოველ მორიგ ჯერზე ცვლიან თანამშრომლობის პირობებს ან ისეთ პრეტენზიებს აყენებენ, რომელთა დაკმაყოფილებაც თქვენს ფინანსურ ინტერესებს ლახავს; მაკონტროლებელი ორგანოები შემოწმებას შემოწმებაზე გიგზავნიან, იურიდიული საკითხებიც ბიუროკრატიის გამო დროულად ვერ გვარდება. მერწყულებს პრობლემები აქვთ გუნდშიც, თანამშრომლები მას საკმაოდ გულცივად ექცევიან, თუმცა მაისში მას მაინც ეძლევა შანსი ზემდგომი პირების მხარდაჭერა მოიპოვოს და დასახული მიზნისკენ სწრაფვა განაგრძოს. თვის ბოლოს ეს პრობლემები ნელნელა სიმძაფრეს დაკარგავს და მერწყული მათ დასასრულს უკვე ნათლად დაინახავს. თვის დასაწყისში მისი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სტაბილურია, თუმცა მაისის მიწურულს შემოსავლების მომატებაა მოსალოდნელი. მერწყულმა მაისში მცირე შვებულება მაინც უნდა აიღოს და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოს. შეიძლება ამ თვეში უძრავი ქონებისა და სახლის კეთილმოწყობის საკითხს მიხედოთ. დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებს და მშობლებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. ბავშვებსაც თქვენი ყურადღება ჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება მარტო მუშაობა არ არის, მაისი სწორედ ის დროა, როცა ეს პოსტულატი უნდა გაიხსენოთ. ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობით შეიძლება მოიპოვოთ, რომელთაც უყვარხართ და სჭირდებით. მაისში მერწყული დაღლილი და ძალაგამოცლილი იქნება, შეიძლება ზედმეტმა წონამაც შეაწუხოს. ეს ყველაფერი დაბალი ენერგეტიკული პოტენციალის ბრალია, ამიტომ ივარჯიშეთ, ძილის გრაფიკს გადახედეთ და ჯანსაღად იკვებეთ. თევზები მაისი თევზებისთვის მეტისმეტად აქტიური და პროდუქტიული თვე იქნება. სწორედ ახლა შეიძლება თევზებმა ყველა მიზანს მიაღწიონ. მაისში ისინი ბოლო ხანებში შექმნილ პრობლემათა უმრავლესობას მოაგვარებენ. მიაღწევენ კომპრომისს ოპონენტებთან და თავიანთ სიმართლეში ყველაზე უნდო პარტნიორებსაც დაარწმუნებენ. წარმატებული იქნება მოლაპარაკებები ზემდგომ პირებთანაც. თევზებს საქმიანი მივლინება ელოდებათ, შესაძლოა საზღვარგარეთაც კი. თუ თევზების წინაშე ადრე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა დადგება, მათ მოუწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მცირეოდენი გადავადების მიღწევა შესაძლებელია. ეცადეთ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. თევზების ფინანსურ მდგომარეობას მტკიცეს ვერ ვუწოდებთ. მისი ხარჯი შემოსავლებს საგრძნობლად აჭარბებს, რადგან ფული საქმისთვისაც სჭირდება და პირადი პრობლემების მოსაგვარებლადაც. პირად ცხოვრებაში კი ყველაფერი გაცილებით უკეთ არის. შეყვარებული თევზები შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წავიდნენ, რაც მათ გრძნობებს ახალ ფერებს შემატებს. თევზები ამ რომანის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. დაოჯახებული თევზები კი, ვისაც მეუღლესთან უსიამოვნებები აქვს, რჩევისთვის ბრძენ ნათესავებს მიმართავს, თანაც ორივე მხრიდან და თუ ოჯახის დანგრევისა და ქონების გაყოფის გადაწყვეტილება მაინც მისაღები იქნება, მაისში თევზები მაქსიმალურად მისაღები კომპრომისის მიღწევას შეძლებს. ბოლოს და ბოლოს, უსიამოვნო ისტორიებსაც აქვს დასასრული. მოამზადეთ გარკვეული თანხა, რაც შვილების პრობლემების მოსაგვრებლად დაგჭირდებათ. თევზებს მაისში ენერგიის შემოტევა ექნება, რაც მათ მრავალი პრობლემის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოგვარების საშუალებას მისცემს. რა სიტუაციაც უნდა შეგექმნათ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯის გადადგმით იწყება. friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები