სოც. მედია
,,ჯერ საპატრიარქოში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები და გოგონები"
2014-04-30 16:43:56
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალური ქსელით სოდომური ცოდვის წინააღმდეგ გამოდის და აღნიშნავს,რომ ჯერ საპატრიარქოს კედლებში უნდა გამოავლინონ პედარასტები და პედოფილები,
,,ერთსქესიანთა ქორწინება და საერთოდ ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირები სოდომური ცოდვაა, რაზედაც ნათლად მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ (პირველივე თავი). პედარასტია, პედოფილია, ლესბოსური კავშირები, ინცესტი და ა.შ. ასე და ამგვარად, საპატრიარქომ გაიხსენოს მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ატეხილი "ცისფერი სკანდალი" და მავანი აწ განსვენებული პედოფილიის მუხლით სასჯელმოხდილი მიტროპოლიტი და კიდევ მავანი მიტროპოლიტი, რომელიც მამათმავლობისა და სუკ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გამო კათედრიდანაც კი იყო მოხსნილი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირვეელ ნახევარში. ქართველ კაცს უთქვამს: "თევზი თავიდან ლპებაო". იხილეთ აწ განსვენებული (ღმერთმა აცხონოს) მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის არქივი.
ჯერ შიგნით, საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები და გოგონები, პედარასტები და პედოფილები, რათა ვიქონიოთ მორალური უფლება მივუთითოთ ვინმეს დედაეკლესიისათვის სათნო ცხოვრებისაკენ. აქვე მინდა დავძინო, დედაეკლესიის კარი ყველა მონანულისათვის ღიაა, მაგრამ არა იერარქიასა და საკურთხეველში, არამედ სტოვაში. ყველაფრის გასაჯაროვებაა საჭირო პუტინის სიბრძნის მოყვარულნო, აბსოლუტურად ყველაფრის! მე კი ჩემის მხრიდან ყველას სინანულსა და სულის ხსნას გისურვებთ. მომიხსენიეთ ლოცვებში."-წერს მღვდელმონაზონი ფეისბუქის გვერდზე.
კომენტარები