მსოფლიო
დედაქალაქის მერიამ დავით ნარმანიას შრომა შეუმსუბუქა
2014-04-29 13:56:15
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ დასუფთავების აქციაში ჩასართავად მისულ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას სამუშაოს შესრულება აღარ მოუხდა.
„მზიურის“ ტერიტორიის დასუფთავებაზე დედაქალაქის მერიამ აქციის დაანონსების შემდეგ, დღეს დილიდან იზრუნა. დავით ნარმანიას მზიურის ტერიტორია კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად უნდა დაესუფთავებინა. როგორც ნარმანია აცხადებს, აქციის დაანონსება პრობლემის მოგვარების ეფექტური გზა აღმოჩნდა.
„ კარგია, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ აქ, რადგან დედაქალაქის მერად ჩემი არჩევის შემდეგ, მათ ყოველდღიურად მოუწევთ “მზიურში“ სიარული. ჩვენ ერთად დავასუფთავებთ ქალაქს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მან ახალგაზრდებს ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებას მათთან ერთად არჩენვების შემდეგ აპირებს.
კომენტარები