0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზანდუკელის ქუჩაზე 15 წლის მოზარდის გაუპატიურებას სამი უცხოელი ცდილობდა

ზანდუკელის ქუჩაზე 15 წლის მოზარდის გაუპატიურებას სამი უცხოელი ცდილობდა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, 15 წლის მოზარდის გაუპატიურებას, სავარუდოდ, სამი უცხოელი ცდილობდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, დილის 8:00 საათზე, 15 წლამდე წლის ბიჭი ყვირილით შევარდა ერთ-ერთ სახლში და დახმარებას ითხოვდა. "დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და ითხოვდა შველას. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. რის შემდეგაც ტანსაცმელი ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, მისი გაუპატიურების მცდელობა იყო, მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ისინი გაიქცნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხვორობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ. ამ დროისთვის ზანდუკელის ქუჩაზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს. interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები