სოც. მედია
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ძიუდოისტების გამარჯვება მიულოცა
2014-04-28 10:53:44
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძიუდოში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.
,,საფრანგეთში, მონპელიეში საქართველოს დროშა აფრიალდა! ძიუდოს ევროპის ჩემპიონატში ჩვენმა საამაყო ძიუდოისტებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
ვულოცავ ინდივიდუალურ შეჯიბრში გამარჯვებას თითოეულ სპორტსმენს - ოქროს
მედალოსნებს ვალერი ლიპარტელიანს და ავთანდილ ჭრიკიშვილს, ვერცხლის მედალოსნებს ამირან პაპინაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს.
გამარჯვებას ვულოცავ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს და მადლობას ვუხდი ასეთი გუნდის მომზადებისათვის.
ქართველი ძიუდოისტების გამარჯვება და მიღწევები უკვე საამაყო ტრადიციად იქცა. მიხარია, რომ მთავრობის განსაკუთრებული თანადგომა და ხელშეწყობა აისახა ჩვენი ძიუდოისტების წარმატებებზე.
მჯერა, ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები კიდევ ბევრ გამარჯვებას მოიპოვენ და გაახარებენ ქართველს გულშემატკივარს." - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კომენტარები