0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს, იყავით ზედმეტად ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. სწორედ დღეს შეიძლება გადაწყვიტოთ ის პრობლემა, რომელიც დიდი ხანია არსებობს თქვენს პირად ცხოვრებაში. ფრთხილად იყავით ავტომობილებთან და კომპიუტერთან. კურო: დადგა დრო, რომ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და გადადოთ საქმეები. დღეს მოსალოდნელია მოგიწიოთ ნერვიულობა, იმის გამო რომ თქვენი შვილი სახლში ძალიან გვიან დაბრუნდება . სხვა პრობლემა დღეს არ გექნებათ. ტყუპები: გამოიჩინეთ დღეს ფანტაზიის უნარი, იგი დაგეხმარებათ დღემდე გადაუწყვეტელი საქმის გადაწყვეტაში. მოსალოდნელია ნერვიულობა შეგხვდეთ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. ოჯახის წევრებსაც დაუთმეთ ყურადღება, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. კირჩხიბი: მიენდეთ ინტუიციას. იმოქმედეთ მხოლოდ გულის კარნახით. შეინარჩუნეთ მხიარული განწყობილება კვირის ბოლომდე. ამისათვის კი საჭიროა, დრო იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც თავის პრობლემებს სხვას არ მოახვევს თავზე. ლომი: თუ ამ დღეს გამგზავრებას აპირებთ, არ გადადოთ. გელოდებათ შეხვედრა საქმიან პიროვნებებთან. მომავალში ერთობლივი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. მოსალოდნელია ოჯახური კეთილდღეობა, საღამოს წვეულებაზე მოხვდებით. ქალწული: დღეს,ისევ დაგიქვეითდებათ თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, მოიმატებს სახიფათო მომენტები. რასაკვირველია, ეს ყოველივე თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ხშირდ დაისვენეთ და შეეცადეთ, ნერვული სისტემა არ დაძაბოთ. მოისმინეთ მეტი და ნაკლები ილაპარაკეთ. სასწორი: თქვენს სიყვარულს გამოცდა ელის. ეცადეთ, დეპრესიაში არ ჩავარდეთ. ახალგაცნობილ ადამიანს ნუ ენდობით. კარგი იქნება, თუ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას დაიწყებთ. მორიელი: მტკიცედ მიიწევთ დასახული მიზნისკენ, ხელმძღვანელობაც გაოცებულია თქვენი განსწავლულობითა და კომპეტენტურობით. სავარაუდოა, მალე დაგაწინაურონ კიდეც. მოემზადეთ ხანგრძლივი მოგზაურობისათვის. თუ ეს საქმიანი ვიზიტი იქნება, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ნი მიიღებთ და თითოეული ნაბიჯი ხელმძღვანელებთან შეათანხმეთ. მშვილდოსანი: შეეცადეთ არ გაერთოთ უსარგებლო პროექტებით. გელოდებათ დაპირებები, მხარდაჭერა საქმეებში. თუ ძალასა და გონებას საჭირო მიმართულებით წარმართავთ, აუცილებლად გაგიმართლებთ. საღამოს ფულს ელოდეთ, უსახსოვრეთ რაიმე ნივთი საკუთარ თავს, შემატეთ რაიმე თქვენს გარდერობს ან შეიძინეთ რომელიმე აქსესუარი. თხის რქა: სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებში. თავი შეიკავეთ შოპინგებისაგან. გადაწყვეტილების მიღებისას ახლობლების რჩევები გაითვალისწინეთ. მოაგვარეთ საოჯახო პრობლემები. ოჯახის წევრებს უფრო მეტი დრო დაუთმეთ. მერწყული: დღის პირველ ნახევარში დიდი წარმატება გელოდებათ. განახლების დრო დადგა. შესაძლებელია სამსახურიც გამოიცვალოთ, ან სულაც დაგაწინაურონ. თევზები: დღეს კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობებისთვის. თუ ვინმესთან უთანხმოება გაქვთ, თქვენ შესძლებთ მასთან ადვილად შერიგებას. შესაძლებელია დღეს თქვენ არა მარტო ძველი მეგობრები დაიბრუნოთ, არამედ ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები