სოც. მედია
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა
2014-04-24 13:29:32
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.
სამუშაო სადილზე მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლორან ფაბიუსსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო უკვე დაგეგმილ მაღალი რანგის ვიზიტებსაც – 13 მაისს საქართველოში ჩამოდის საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. 2 ივნისს კი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიწვევით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება.
კომენტარები