სოც. მედია
,,კოდუამ ისე სცემა გელაშვილი როგორც მე ახლა ჩინეთის იმპერატორი ვარ"
2014-04-24 13:20:24
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლის, ერეკლე კოდუას მიმართ ბრალის დამძიმების თემას სოციალური ქსელიდან გამოეხმაურა.
„ფარცხალაძის უწყებამ ირაკლი კოდუას ( გელაშვილის საქმეზე) ბრალი წარუდგინა მუხლით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. რაც იმას ნიშნავს, რომ მის უფლებებს უბრალოდ გადაამეტა? ვიდრე დეტალებში ჩავალ, ერთ კითხვაზე მიპასუხოთ იქნებ! ანუ რას ამბობთ? ამის უფლება ჰქონდა და უბრალოდ გადაამეტა? თუ ნიშნავს იმას, რომ სხვა მუხლი უბრალოდ ვერ წაუყენეთ? იმიტომ რომ ჩემზე კარგად თქვენ იცით, კოდუამ ისე სცემა გელაშვილი როგორც მე ახლა ჩინეთის იმპერატორი ვარ" - წერს ჟორჟოლიანი.
კომენტარები