სოც. მედია
,,ხოხობთან ერთად დაბადებულ "თბილისელებს" მინდა ვუთხრა"
2014-04-21 23:22:12
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქის გვერდიდან იმ "თბილისელებს" მიმართავს, რომლებიც სოციალური ქსელიდან აქტიურობდნენ და შემდეგნაირ "სტატუსებს" წერდნენ -,,დაიცალა ქალაქი სოფლელებისგან"
,,ხოხობთან ერთად დაბადებულ "თბილისელებს" მინდა ვუთხრა,რომ ჩვენ დედაქალაქში დავბრუნდით.!
ისე,ვისაც არ გახსოვთ, იძულებული ვარ შეგახსენოთ,რომ ზემო იმერეთიდან ჩამოსულმა კაცმა მოგაშორათ მიშა,რომელიც 9 წელი გაჯდათ თავზე.და რომ არა ის იმერელი კაცი,კიდე დიდხანს იხეტიალებდით აღმა დაღმა გაზაფხულიდან შემოდგომამდე
P.S.პირადად მე არანაირი პრეტენზია არა მაქვს,დროებით დავბრუნდი,რადგან ყველაზე ძალიან ქუთაისი მიყვარს,იმიტომ რომ ქუთაისი ჩემი სახლია"-წერს კილაძე.
კომენტარები