0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში სასაფლაოების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დაინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია სასაფლაოებამდე მისასვლელად მოქალაქეებისთვის უფასო ტრანსპორტს გამოყოფს. მერიის ცნობით, ქალაქში არსებული შვიდი სასაფლაოს მიმართულებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, 08:00 - 19:00 საათამდე, რვა სპეციალური მარშრუტი დაინიშნება. სულ აღნიშნულ მარშრუტებზე თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ავტობუსები დილის 08:00 საათიდან 19:00 საათამდე გავლენ შემდეგი მიმართულებით: მ/ს "დიდუბიდან" (ზედა) მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებისკენ; "სადგურის მოედნიდან" და მ/ს "მარჯანიშვილიდან" კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ - მ/ს "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; მ/ს "მარჯანიშვილიდან" "თბილისის ზღვის" მიმართულებით; ჭიჭინაძის ქუჩა, #26 კორპუსიდან "ველი"-ს მიმართულებით. ასევე, მე-3 მასივის, შუამთის ქუჩა, მე-10 კვარტლიდან და მ/ს ვარკეთილიდან ვარკეთილის სასაფლაოსკენ. აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობა და 23:00 საათიდან ღამის 04:00 საათამდე მგზავრების გადაყვანა უფასოდ განხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები