მსოფლიო
,,მარტო გაჯით " უგულავას სიმამრის" დაკავება საზოგადოების შეგაჯვა იქნებოდა. Это два"
2014-04-11 22:21:42
გიგი უგულავა სიმამრის,შალვა კილაძის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ფეისბუქის გვერდიდან გამოეხმაურა,სადაც აღნიშნა რომ ფინანსური პოლიციის მიერ წარდგენილი განაცხადა სავსეა ტყუილებით და საბჭოური პროპაგანდის უტყუარი ნიშნებით
,,ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "უგულავას სიმამრი მივეცით პასუხოსგებაში". საგამოძიებო ორგანო, რომ ამას ამბობს მეტი პოლიტიკური შინაარსი რა გინდა.. Это раз
ახლა ipn.ge წავიკითხე განცხადება. შინაარსობრივად სავსე ტყუილებით და საბჭოური პროპაგანდის უტყუარი ნიშნებით. ჩემს სიმამრს, შალვა კილაძეს,ბრალად გაჯის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევა წაუყენეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ტრაქტორის მავნე კოვში გასცდა ტერიტორიას და ერთ - ორ უადგილო ადგილას მოიქნია. ამას თურმე ბოლო ორი წელია სჩადის და მას მე ვმფარველობ. ( ბოლო ორი წელი მე ყველა საგამოძიებოს ვიგერიებ). განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვას და მერიას რკინის საწოლები, ლეიბები და კონცერტის სერვისი მიაწოდა ( ალბათ რკინის კონსტრუქციის სცენა იგულუსხმეს). ოღონდ კონცერტზე ალბათ მერია მოელანდათ და ის დაავიწყდათ, რომ ხაშურში თავდაცვის ნაწილში იყო ეს ყველაფერი, რასაც მერიასთან არანაირი შეხება არ აქვს. და რაც მთავარია ბრალში მხოლოდ გაჯის ისტორიაა მოთხრობილი. დანარჩენი პრეს რელიზის ლირიკაა. მიზანი ცხადია. მარტო გაჯით " უგულავას სიმამრის" დაკავება საზოგადოების შეგაჯვა იქნებოდა. Это два"- წერს უგულავა.
კომენტარები